Friday, January 13, 2012

სკანდალი საზღვაო ქვეითთა კორპუსის გარშემო!

11 იანვარს ინტრნეტპორტალებზე გავრცელდა  სკანდალური ვიდეო, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების მორიგი სამხედრო დანაშაულია ასახული. კერძოდ - საუბარია ვიდეოჩანაწერზერომელიც სამხედროების მიერ ცხედრებისადმი ამორალურ მოპყრობას ასახავს. ოთხი საზღვაო ქვეითი სამი მოკლული თალიბის ცხედარს აშარდავს. როდის, ან ვინ გადაიღო კადრებიჯერჯერობით უცნობია



 სამხედროების ამ ქმედებამ აღშფოთება გამოიწვია როგორც ისლამურ სამყაროში, ასევე სამხედრო წრეებში.პენტაგონი ვიდეოს გამოჩენით შეშფოთებულია. უწყების ოფიციალური წარმომადგენლისჯონ კიბრის განცხადებითამგვარი უხეში ქმედებავისაც არ უნდა ჩაედინა ისმიუღებელიაამერიკის თავდაცვის მინისტრმა.  ლეონ პანეტამ პირობა დადო, რომ ამ ფაქტის მონაწილე ჯარისკაცები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ ყარზაიმ კი ამერიკელი სამხედროების მოქმედებას "არაადამიანური" უწოდა.
                                                   (ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა) 


მოკლული ავღანელების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედროებიდან ორის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა მათი სახელები ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.  ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ხელმძღვანელობის განცხადებით, სამხედროები ჯერ კიდევ საზღვაო ქვეითთა მესამე ბატალიონის მეორე დივიზიის წევრები არიან. ისინი ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.



 ავღანეთში ამ ეტაპზე 20 ათასამდე ამერიკელი საზღვაო ქვეითია დისლოცირებული. ისინი, ძირითადად, ყანდაღარისა და ჰელმანდის პროვინციებში მოქმედებენ. საერთო ჯამში, ავღანეთში, 90 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს.

No comments:

Post a Comment