Friday, April 27, 2012

"თრაკიის ვარსკვლავის კატასტროფა"

ბულგარეთში სასწავლო-საბრძოლო მოიერიშე, MIG-29 ჩამოვარდა. კატასტროფა ქვეყის სამხრეთში მოხდა. ჩამოვარდნამდე ორივე პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმფრინავი სოფელ ცარიმირთან, მდინარეში ჩავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური და პოლიცია. კატასტროფის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა არ დაზარალებულა. ჩამოვარდნამდე MIG-29-ის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. მოიერიშე სამხედრო ავიაბაზა “გრაფ იგნატიევოდან” აფრინდა. ის მონაწილეობას ღებულობდა ბულგარულ-ამერიკულ ერთობლივ მანევრირებეში სახელწოდებით “თრაკიის ვარსკვლავი 2012”. წვრთნებში 30-მდე საფრენი აპარატი მონაწილეობს, მათ შორის ამერიკული F-16-ებიც. ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში საბჭოთა წარმოების 16 ერთეული MIG-29 ირიცხება, მათ შორის რამდენიმე სასწავლო დანიშნულებისაა.

Tuesday, April 24, 2012

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონის ჯარისკაცი, სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით ხუჯაძე თვითნაკეთ ნაღმზე, ე.წ. IED- ზე აფეთქების შედეგად მიყენებულმა ჭრილობებმა იმსხვერპლა. სერჟანტი ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს მიღებული აქვს მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". ის 1976 წლის 19 აგვისტოს იყო დაბადებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტი ხუჯაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია განმარტებული დაღუპული მებრძოლის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. 


Thursday, April 19, 2012

"ჯავახკი" - როცა ქვები ისევ ღაღადებენ!

«საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ეროვნული უმცირესობისკერძოდ კისამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ძირძველი სომხური მოსახლეობის უფლებების შელახვასვსარგებლობთ რაშემთხვევითმოგმართავთ თხოვნითგადაეცით ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს,რომ ჩვენ მას დახმარებას და ხელშეწყობას ვთხოვთ» - ეს ამონარიდია წერილიდან რომელიც სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთში ჯავახეთის დიასპორის პრეზიდენტმააგასი არაბიანმაკონორეჟისორ, პუტინის მარჯვენა ხელს, სტანისლავ გოვორუხინს გადასცა. 
ამავე არაბიანს ეკუთვნის შემდეგი განცხადება "თუ საქართველო ნატოში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად გაწევრიანდება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, მოსახლეობას სეცესიისკენ მოვუწოდოთ." პრაქტიკულად არაბიანის გადაწყვეტილებით საქართველომ საკუთარი მომავალი სახელმწიფო ინტერესები ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს უნდა მოარგოს. ვინ არის აგასი არაბიანი და რატომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველო მისი დოქტრინით? გავრცელებული ცნობით არაბიანი  ყოფილი ტაქსისტია, რომელიც მოგვიანებით სპეცსამსახურებმა "დაავერბოვკეს", ალბათ სწორედ ამიტომაც ეწინააღმდეგება ის საქართველოს სწრაფვას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ. რაც შეეხება სეპარატიზმს, აგასიანი ჯავახეთში სეპარატიზმის გაღვივებას გამორიცხავს, მეტიც აცხადებს რომ საქართველო ძალიან უყვარს და სწორედ ამიტომაცაა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი - "ჩვენ არასდროს მოგვიწოდებია სეპარატიზმისკენ და ამგვარი მიზნები არ გვაქვს. ჩვენ გვიყვარს საქართველო და გვსურს საქართველოში ცხოვრება. ღიად ვიტყვი: ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ჩამოგვეშორებია საქართველოსთვის. დამიჯერეთ, ახლაც არსებობს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ვიმეორებ _ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ამოცანა და გარწმუნებთ, რომ ამ მიზნისკენ არ ვისწრაფვით. " ბატონ აგასს ამ ფრაზით უკვე სააშკარაოზე გამოაქვს საკუთარი ვინაობა. საქართველოში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული პიროვნება აშკარად აცხადებს რომ მას არაერთხელ ჰქონია შანსი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში სეპარატიზმის გაღვივების, რაც ნაკლებად სარწმუნოა, გამომდინარე იქედან რომ რუსული "გრუს" მიერ დამუშავებული აგენტი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, თუმცა მედალს მეორე, უფრო სასიამოვნო მხარეც აქვს, რაც ქართული პოლიციის ეფექტურ ქმედებებზე მიუთითებს. თუ მავანს ჰქონდა საშუალება რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანისა და ეს ადგილობრივმა პოლიციამ აღკვეთა ამას ჩვენი საზოგადოების ღირსეული ნაწილი მხოლოდდამხოლოდ დადებითად შეხვდება. თუმცა ჯავახეთის პრობლემა არაბიანით არც დაწყებულა და არც დასრულდება. 


კლუარებში საუბრობენ, რომ  2008 წელს, აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამხედრო დაზვერვამ საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი შეამზადა ამ რეგიონში "მესამე ფრონტის" გასახსნელად, თუმცა როგორც ჩანს ამ გეგმამ არ იმოქმედა. 
2008 წელს ქართულმა პოლიციამ ვინმე ვაგან ჩახალიანი დააკავა. ჩახალიანი საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის, "ჯავახკის" აქტიური წევრი იყო. მას იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონოდ შენახვის, მასობრივ არეულობებში მონაწილეობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, პოლიციითვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით თავისუფლების 10 წლით აღკვეთა შეუფარდეს. ორგანიზაცია "ჯავახკმა" პირობა დადო რომ მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ დაიშურებდა, როგორც ჩანს ორგანიზაციის წევრები თანამოაზრის გასათავისუფლებლად მართლაც მუშაობდნენ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა სომხეთის კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად ჩახალიანის გათავისუფლებაზეც ისაუბრა. 
ფაქტია, რომ ჩახალიანის მსგავსად 2008 წელს და მანამდეც რეგიონში არაერთი ადამიანი იყო შეიარაღებული, თუმცა სად შოულობდნენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრების სომხები იარაღს ეს არავინ იცის,  ნათელი ერთი რამაა, რომ ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ძალები დგანან რომლებიც უცხო ქვეყნის, ან ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან. 
ჯავახეთს რომ სომხები საკუთარ ტერიტორიად განიხილავენ ეს არავისთვისაა ახალი, სომხური ნაციონალისტური პარტიის "დაშნაკცუთუნის" ხელმძღვანელობამ ამ საკითხს არაერთი ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც სინანულით აღნიშნავდნენ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება იქ მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს გაუსაძლის პირობებში აცხოვრებს. "ჯავახკის პრობლემის" და "ქართული აგრესიის"
წინა პლანზე წამოწევას სომხური ლობი მსოფლიოს მასშტაბით უკვე წლებია ცდილობს, მეტიც, ორგანიზაცია "ჯავახკმა" თავისი მოთხოვნები მკაფიოდ გაწერა რომელიც ასე გამოიყურება:
1) ჯავახეთისა და წალკისთვის სომხური ავტონომიის სტატუსის მინიჭება
2) სომხური ენის გამოყენება ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში, ანუ მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დამკვიდრება
3) ჯავახეთში დამატებითი სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, რათა "ეს რეგიონი საქართველოს სხვა მხარეებს გაუტოლდეს განვითარების დონით"
4) სომხური ეთნიკური წარმომადგენლობის გაზრდა ადმინისტრაციულ ორგანოებში
5) სამცხე-ჯავახეთში ქართველების ჩასახლების შეწყვეტა
ვერაფერს ვიტყვით, დიდია ამბიცია! თუმცა ალბათ საქართველოში ჯერ არც 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და არც აფხაზეთის ომი არ დავიწყებიათ. მეოცე საუკუნის ამ ორმა ომმა მართლაც დიდი გარდატეხა მოახდინა ქართველთა და სომეხთა მეგობრულ ურთერთობაზე. 1918 წელს "დიადი სომხეთის" იდეით შეპყრობილმა "დაშნაკებმა" საქართველოზე ვერაგული თავდასხმა გაბედეს, თუმცა კოვზი ნაცარში  ჩაუვარდათ. რომ არა ინგლისის დაჟინებული მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით,ალბათ ახლაც შიშით ილაპარაკებდნენ მაზნიაშვილის ლაშქარზე ჩვენი სამხრეთელი მეზობლები. მეორე სამარცხვინო ფაქტი კი 1992 წელს წელს მოხდა,  როცა ომში ჩათრეული პოსტსაბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ, სეპარატისტული რეგიონის მხარდასაჭერად აფხაზეთში ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი შეიქმნა. მაშინ ქართველთა წინააღმდეგ აფხაზებზე და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მკვლელებზე მეტი მონდომებით, სწორედ "ბაგრამიანელები" იბრძოდნენ. 



მათი ერთ-ერთი ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი კი დღესაც სიამაყით იხსენებს იმას, თუ როგორ მოახერხა სამშობლოს (!) დაცვა ქართველი აგრესორებისგან.  

 
(აფხაზეთის გმირი გალუსტ ტრაპიზონიანი)

არმენოფობიაში არ ჩამომართვათ და თუ ისტორიულ სამართლიანობაზე ვილაპარაკებთ სანამ "ჯავახკის" არარსებულ ისტორიას გადავიკითხავდეთ მანამ სომხეთის შემადგენლობაში არსებულ ლორეს მხარეს ისტორიას რომ გავეცნოთ არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს, რომ ეს მხარე სწორედ საბჭოთა პერიოდში, არცთუ ისე დიდი ხნის წინ გადაეცა სამართავად სომხეთს. 
დღეისთვის კი სომეხი ბლოგერები და სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებელი ნაციონალისტები, რომელთაც ჯერ ისევ აწუხებთ "დიადი არმენიის" კომპლექსი აშკარად გამოთქვამენ პრეტენზიას ძირძველი ქართული ტერიტორიის შესახებ. სეპარატისტული მიკროგამოვლინებები უმოქმედობის პარალელურად განვითარდა, ერთი წლის წინ კი სომხურ ვებგვერდზე www.arbugo.am (ე.წ. არბუგოს ორდენი) "დამოუკიდებელი ჯავახეთის ჰიმნი გამოჩნდა, რომელიც ვინმე არშან აგამალიანს ეკუთვნის. 


ამავე ვებგვერდის საშუალებით გავრცელდა "დამოუკიდებელი ჯავახკის" გერბი და დროშა. ანუ სახელმწიფოსთვის აუცილებელი სამივე ატრიბუტიკა. 



ფაქტია, რომ ასე ბავშვები ნამდვილად არ თამაშობენ და კონკრეტული პირები მართლაც ცდილობენ რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანას, თუმცა იმედია ქართული სახელმწიფო ყოველივე ამას დიდი გულისყურით ეკიდება და ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ. ყველაფერი გაცილებით ნათელი რომ იყოს აქვე დავამატებ მცირე ინფორმაციას ჯავახეთის შესახებ. 

 უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო (ცენტრი წუნდა). იგი როგორც აღმოსავლურქართულ, ისე დასავლურქართულ კულტურულ-ისტორიულ სფეროში იყო მოქცეული (ჯავახეთის, ისე როგორც მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საქართველოს ტოპონიმიკაში, შეიმჩნევა ზანური ენის დანაშრევი ელემენტები). ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი).
XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი. X საუკუნიდან ქვემო ჯავახეთის ცენტრი ხდება თმოგვი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზას დაადგა; აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები (დლივი, ღრტილა, ბოჟანო, ვარძიაალასტანი). XII საუკუნიდან დომენსთორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ.
XIII საუკუნიდან ჯავახეთის ადმინისტრაციული საზღვრებში შედიოდა აგრეთვე პალაკაციო და სამცხის ნაწილი. XV საუკუნეში ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა. XVI საუკუნეში სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილმა იძულებით ისლამი მიიღეს.
XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსული მოსახლეობა — სექტანტი დუხობორები.
და ბოლოს განმარტებისთვის, კონკრეტული ძალები ყოველთვის ცდილობდნენ განხეთქილება შეეტანათ კავკასიის ქვეყნებს შორის და სწორედ ამის შემდეგ ახერხებდნენ ისინი ამ ტერიტორიების მართვას, საბედნიეროდ ჯავახეთში, ისევე როგორც საქართველოში სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯანსაღად აზროვნებს და არათუ ხელს უწყობს სეპარატიზმის გაღვივებას, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მის ჩასახვას.