Monday, January 2, 2012

- 11 ანუ დაწყევლილი ჰელმანდი...


ნაღმი - იარაღი, რომლისგანაც დაცული არავინააავღანეთში სამხედრო დავალების შესრულებისას კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ. 22 წლის ბესიკ ნინიაშვილი ჰელმანდის პროვინციაში, პატრულირებისას, თვითნაკეთ ნაღმზე (.. IED-ზე) 30 დეკემბერს აფეთქდა. ბესო ნინიაშვილი მეთერთმეტე ქართველი ჯარისკაცია რომელიც ავღანეთში დაიღუპა...

                                            (კაპრალი ბესო ნინიაშვილი ავღანეთში)
კაპრალი ბესო ნინიაშვილი წარმოშობით აგარიდან იყო, თბილისში 19 წლის მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მისი დაღუპვის შესახებ ოჯახს თავდაცვის სამინისტრომ იმავე დღეს აცნობა. კაპრალი ნინიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31- მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის, საპატიო სიგელი, მედალი საბრძოლო იარისთვის და მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" - ავღანეთში დაღუპული კაპრალის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს.

პირველი დანაკარგი ქართულმა ქვედანაყოფებმა ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს განიცადა.
                                        (მუხრან შუკვანი ავღანეთში გამგზავრებამდე)

"სანამ გარდავიცვლები, მინდა ისე განვლო წუთისოფელი, რომ სიკვდილიც საამო იყოს და ღმერთმა მიიღოს ჩემი ცოდვილი სული" - ეს სიტყვები მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ბატალიონის "ბრავო" ასეულის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ მუხრან შუკვანს ეკუთვნის.
მუხრან შუკვანი ავღანური ყიშლაღის გაწმენდისას სნაიპერის  ტყვიამ იმსხვერპლა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 2006 წლიდან მსახურობდა, მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი "საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის) უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის და მედალი "სამშობლოში თავდადებული"
                                             (მუხრან შუკვანიავღანეთში გამგზავრებამდე)

მუხრან შუკვანის დაღუპვიდან დაახლოებით 25 დღეში, 30 სექტემბერს  31- ბატალიონმა სამშობლოში როტაციამდე მორიგი დანაკარგი განიცადა. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციისას დაიღუპნენ.
                                        (პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი ავღანეთში)


 "შავი სექტემბერი" 31- მსუბუქი ქვეითი ბატალიონისთვის ავღანეთში ამით დასრულდა. 31- ბატალიონმაქართული ქვედანაყოფების მიერ, სამშვიდობო ოპერაციების ისტორიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი განიცადა
                                                      
                                            (სერჟანტი დავით ცეცხლაძე ავღანეთში)

ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას 2011 წლის 22 თებერვალს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა კაპრალი გიორგი ავალიანი, აფეთქებისას კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურეკაპრალები - ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე დაიჭრა.
                                                            (კაპრალი გიორგი ავალიანი)

2011 წლის 5 მარტს აფეთქების შედეგად დაჭრილი კაპრალი ვალერი ვერსკიანი, რომელმაც ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო, გერმანიაში, სამხედრო ჰოსტიპალში გარდაიცვალა. ის გერმანიიდან სამშობლოში 18 მარტს გადმოასვენეს. აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.
                    (კაპრალი ვალერი ვერსკიანის გადმოსვენება გერმანიიდან საქართველოში)
                                      

თალიბების თავდასხმის შემდეგ ჰელმანდშივე 2011 წლის ივნისში დაიღუპა მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, რიგითი , გია გოგუაძე. ის თალიბების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა, მოხდა მისი დროული ჰოსპიტალიზაცია თუმცა ჭრილობის სიმძიმის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. რიგითი გოგუაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

2011 წლის მაისში ნაღმმა შეიწირა 33- ბატალიონის უმცროსი სერჟანტის ლავროსი ივანიაძის სიცოცხლე. ივანიაძე პატრულირების  დროს, ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა. ის საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა, 2007-2008  წლებში სამშვიდობო მისიით  ერაყშიც იმყოფებოდა

2011 წლის აგვისტოში, პატრულირებისას თალიბი ტერორისტების ტყვიამ იმსხვერპლა უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძეც. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა, ავღანეთის მისიამდე უმცროსი სერჟანტი ერაყის განთავისუფლების ოპერაციაშიც მონაწილეობდა. ჭრილობა მის შემთხვევაშიც სასიკვდილო აღმოჩნდა.
                                                    
                                                  

 ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო ოპერაციაში საქართველომ სულ 11 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. იმედია სამომავლოდ არ გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი
რაც შეეხება ზოგადად საქართველოს ჩართულობას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში - ნატო- სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროები პირველად  2004 წელს ჩაერთვნენ, 50 ქართველი ჯარისკაცის ფუნქცია, ავღანეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 6 თვიანი როტაციით, 2007 წლის ნოემბრიდან ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი ექიმები ერთვებიან. ისინი გჰორის პროვინციაშილიტვური  კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. 2009 წლის ნოემბერიდან  ქართულმა სამშვიდობო ასეულმა ქაბულში, ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში  დაიწყო მისიის შესრულება. მათი ფუნქცია რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარევორჰაუზ”-ის ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის იყო. 2010 წლის აპრილიდან კი ქართველი სამხედროები სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდში საბრძოლო ოპერაციებს დღემდე ახორციელებენ.

No comments:

Post a Comment