კიდევ ერთი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზუსტად 19:06 წუთზე გაავრცელა...
კაპრალი ბესიკ ნინიაშვილის დაღუპვიდან ზუსტად რვა დღის შემდეგ საქართველომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში 12-ე ჯარისკაცი დაკარგა. ნინიაშვილი ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, თვითნაკეთი ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა, შობამდე ერთი დღით ადრე კი თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად შედეგად მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი, კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა. კონკრეტულად თუ რა ვითარებაში დაიღუპა ფაილოძე უცნობია, იყო ეს ჩასაფრება პატრულირებისას თუ საბრძოლო ოპერაცია.
კაპრალი ფაილოძე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი ”სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს. როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განმარტებული, დაღუპული მებრძოლის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
No comments:
Post a Comment