Sunday, February 19, 2012

კვება თვითგადარჩენისთვის

შიმშილი და წყურვილი - ჯარისკაცის მთავარი მოწინააღმდეგე ბრძოლის ველზე. სტატისტიკის თანახმად სხვადასხვა ბუნებრივ და კლიმატურ პირობებში ქვეით მებრძოლს დღე-ღამეში 1500-დან 3500-მდე კილოკალორია ესაჭიროება ძალის სრული მობილიზაციისთვის. თუმცა ხდება ისეც, რომ ჯარისკაცები საკვების მიღებას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. მიზეზი შეიძლება საკვების არქონა, დაკარგვა ან გაფუჭება აღმოჩნდეს, თუმცა თითოეულ მებრძოლს ექსტრემალურ პირობებში საკვების მოპოვება თავადვე უნდა შეეძლოს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცდანიშნულების  რაზმებისთვის რეგულარულად ტარდება ე.წ "SURVIVOR"-ის კურსი, სადაც მებრძოლებს ფიზიკურთან ერთად მორალური სირთულეების დაძლევაც უწევთ. ქვეითებმა ამ დროს ნებისმიერი სახის საკვები, მცენარეული იქნება ეს თუ ცხოველური ნებისმიერი მეთოდით უნდა მოიპოვონ. 
ექსტრემალურ პირობებში საკვების მოპოვება იყო საერთაშორისო სამხედრო სწავლების Cobra Gold 2012-ის მთავარი მიზანი. თვითგადარჩენის და ბუნებაში საკვების მოპოვების კურსის ინსტრუქტორები მალაიზიელი სპეცრაზმელები იყვნენ. სწავლებაში სულშვიდი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ. ტაქტიკური სწავლებების პარალელურად გაიმართა თვითგადარჩენის კურსიც.  სამხრეთ კორეელი, იაპონელი, ინდონეზიელი, ტაილანდელი, მალაიზიელი, სინგაპურელი ქვეითები  და ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ჯარისკაცები რამდენიმე დღის განმავლობაში "ეგზოტიკურ" საკვებთან შეგუებას სწავლობდნენ.  წყურვილის მოსაკლავად ინსტრუქტორებმა მათ კობრას სისხლი შესთავაზეს.    


 შიმშილის მოსაკლავად ტყეში თუ უდაბნოში ყველაფერი გამოგადგებათ რაც მოძრაობს ან დაფრინავს. მთავარია შიმშილის მოკვლა მოახერხოთ და ბრძოლის გაგრძელება შეძლოთ. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი მცენარეული საკვები, მაგალითად კენკროვანი ნაყოფი, ნორჩი ყლორტები, ბოლქვები, თუ გაგიმართლად შეიძლება ხილსაც გადააწყდეთ. 

(ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჭამს ბოლქვებს) 


თუმცა მცენარეულ საკვებს ცხოველური გაცილებით სჯობს, გამომდინარე იქედან, რომ ხორცს და ცხიმს შედარებით მეტი კალორიულობა ახასიათებს. ამ დროს მებრძოლი გამოიმუშავებს ნადირობის პრაქტიკულ უნარ ჩვევებს. თუ მას არ უნდა რომ ნანადირევი ცეცხლსასროლი იარაღით მოინადიროს და ამით თავი არ გასცეს, მებრძოლს აქვს შესაძლებლობა საკვები სხვადასხვა მეთოდით მოიპოვოს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მდინარეების პირას მცირე საცავების მოღობვა, წყლის დაგუბება და თევზის მოპოვება, ფრინველების დაჭერა მცირე მარყუჟების საშუალებით ან შურდულით. დიდი ნადირის მოსაპოვებლად კი შესაძლოა უხმო იარაღის გამოყენება, (მაგალითად მშვილდისარი, ან არბალეტი) თუმცა მისი არქონის შემთხვევაში ჯარისკაცს სხვადასხვა სახის ხაფანგებისა და ორმოების გაკეთება შეუძლია, ხაფანგში გაბმულ თუ ორმოში ჩავარდნილ მხეცს ის გაცილებით მარტივად მოკლავს. ხდება ისეც რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მებრძოლი ცეცხლის დანთებას ვერ ახერხებს, ამიტომაც ის უნდა შეეგუოს აზრს, რომ მოვოვებული ცხოველი თუ ფრინველი უმად მიირთვას. Cobra Gold 2012-ის ფარგლებში ინსტრუქტორებმა ჯარისკაცებს საშუალება მისცეს უმი ხორცი ყოველგვარი დამხმარე საგნების (დანა ჩანგალი) გარეშე დაეგემოვნებინათ. 



უმი ხორცის ემდეგ კი საზღვაო ქვეითებმა მათთვის საკმაოდ ეგზოტიკური საჭმელი, მოზრდილი ტარაკანები მიირთვეს, რომელიც საკმაო რაოდენობით ცილებს შეიცავს. 




ალბათ ბევრისთვის არცთუ ისე სასიამოვნო იქნება ზემოდნაჩვენები საკვების ჭამა, ისიც უმად. არც ისაა გამორიცხული რომ კონკრეტული ოცეულის რიგებში ვეგეტარიანელებიც ირიცხებოდნენ თუმცა ფაქტია, რომ ბრძოლის ველზე, ან თუნდაც უბრალოდ მოგზაურობისას შიმშილითა და წყურვილით ტანჯვასა და სიკვდილს, ჯობია ეგზოტიკური საჭმელი მიირთვა და ამით ძალა მოიკრიბო, ძალის შენარჩუნება კი თავისთავად სიცოცხლის შენარჩუნებისთვის  უმნიშვნელოვანესია. 
დაახლოებით ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად თვითგადარჩენის მოკლე კურსის ჩატარება გადავწყვიტეთ და შევეცადეთ საკვები მხოლოდ დანის საშუალებით მოგვეპოვებინა. რამდენიმესაათიანი ძებნის მიუხედავად მხოლოდ მცირედი კენკროვანი ნაყოფი და საჭმელად ვარგისი რამდენიმე ბოლქვი მოვიპოვეთ. ცხოველური საკვების მოპოვებაში კი ჩვენი ოთხფეხა მეგობარი დაგვეხმარა, დღის ბოლოს მან მწყრის დაჭერა მოახერხა, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაც 12 კკ-ა. 

ზუსტად 15 წუთში ცოცხალი არსება ჩვენს ორგანიზმში მოხვდა და მაყვლის, ნორჩი ყლორტებისა და ბოლქვების გვერდით დაიკავა ადგილი, რითაც ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. 
ფაქტია რომ საკვები, მითუმეტეს ბრძოლის დროს დროულად მნიშვნელოვნად გეხმარებათ რეაბილიტაციაში. ასერომ თუ თქვენ გაგითავდათ ის, ეცადეთ მოიპოვოთ ნებისმიერი მეთოდით. აქვე ვიტყვით, რომ საკვების გარეშე ადამიანს დაახლოებით 40 დღე-ღამე  შუძლია ყოფნა, თუმცა მან ამ დროს რეგულარულად უნდა მიიღოს წყალი, ან სხვა სახის სითხე. 
ჩვენი სტატიის ბოლოს გთავაზობთ კონკრეტული პროდუქტების ენერგეტიკულ ღირებულებებს, რომლის მოპოვებასაც თქვენ სხვადასხვა პირობებში მოახერხებთ. 

თხის რძე – 68
რძე ცხვრის – 107
ქათმის კვერცხი -157
მწყერის კვერცხი – 168
ცხვრის ხორცი – 157
ძროხის ცხიმიანი ხორცი – 202
ღორის თირკმელი – 102
ღორის მკერდი – 439
ცხენის ფილე, სუკი – 106
ღორის ენა – 115
ქათმის ღვიძლი – 92
ქათმის გული – 94
ქათმის კუჭი – 95
ქათმის მკერდი – 99
ქათამი(მუცელი) – 114
ქათამი(ფრთები) – 184
ქათამი(ბარკალი) – 158
ქათამი(ფილე) – 110
ბატის გულ-ღვიძლი – 257
კურდღლის ხორცი – 124
შვლის ხორცი – 106
ბოცვრის ხორცი – 156
კაკბის ხორცი – 98
ირმის ხორცი – 123
ხოხბის ხორცი – 143
მწყრის ხორცი – 128
სვია – 131
ღორჯო – 59
ღურკანა – 147
ნაფოტა – 238
ორაგული – 90
ლოქო, ღლავი – 107
ქამბალა, სვია – 60
კარჩხანა, გოჭა თევზი – 56
კობრი, ჭანარი – 59
ციმბირული ორაგული, კეტა – 110
კეფალი – 124
ჭიჭყინა, ქარსალა ბალტიური – 95
კაპარჭინა, დამარი – 72
ორაგული – 144
სკუმბრია – 156
სალამურა – 166
მინტაი – 45
მოივა – 159
ნავაგა – 77
ღლაპუტა, თავდიდა – 86
ნოტოტენია – 124
ქორჭილა ზღვის – 108
ქორჭილა მდინარის – 71
თართი, ზუთხი – 140
ჰალტუსი – 74
ნაფოტა – 60
საირა – 81
შპროტი, ქარსალა  – 99
სარდინი – 144
ქაშაყი ატლანტიკური – 154
ქაშაყი უცხიმო – 68
სიგა – 102
სტავრიდა – 90
თინუსი – 99
გველთევზა – 140
კალმახი ზღვის – 164
კალმახი მდინარის – 97
ხეკი – 54
ქარიყლაპია, წერი – 72
კალმარი, ზღვის მოლუსკი – 75
მელანთევზი, სიპინი – 81
კიბორჩხალა, კიბო – 140
კრევეტი – 74
ორკარედი ნიჟარა – 51
მოლუსკი – 83
ასთაკვი, კიბო – 82
რვაფეხა – 73
კიბო – 79
ხამანწკა – 66
ბადრიჯანი – 21
ბარდა, ცერცვი – 52
ბოლოკი – 14
ბროკოლი – 19
ბულგარული წიწაკა – 22
გოგრა – 28
ზეთისხილი – 348
თალგამი – 26
ისპანახი – 16
კარტოფილი – 90
ალუბალი – 47
ალუჩა, ტყემალი – 38
ანანასი – 40
ასკილი- 82
ატამი – 44
ბალი – 52
ბანანი – 60
ბროწეული – 52
გარგარი – 44
გრეიპფრუტი – 35
ვაშლი – 44
ზღმარტლი – 53
თუთა – 53
კივი – 46
კომში – 30
ლეღვი – 62
ლიმონი – 21
ჯოლო – 18
მანგო – 56
მანდარინი – 32
მარწყვი – 33
მაყვალი – 44
მოცვი – 45
მოცვი წითელი -41
მოცხარი წითელი – 32
მოცხარი შავი – 34
მსხალი – 47
ნესვი – 25
საზამთრო – 21
ფეიხოა – 46
ფინიკი – 281
ფორთოხალი – 33
ქლიავი – 45
ყურძენი – 69
შინდი – 41
ხურმა – 69
თეთრი სოკო – 23
არყა – 23
ვერხვის  სოკო – 22
წითელქუდა – 15
ქამა – 27

2 comments:

  1. ე ბიჯო, აი პოსტი წამეკითხა 90-იანბის დასაწყისში... ნაფოტას და ბალახის მეტი რომ არაფერი არ იყო... გემოს მაინც ჩავაყოლებდით :)

    ReplyDelete
  2. 90-იანების დასაწყისში არც ბლოგოსფერო იყო და არც პურის ტალონები... არადა ირგვლივ იმდენი კალორიები დაღოღავდა... :D

    ReplyDelete