Tuesday, February 7, 2012

მოხეტიალე მზვერავი - რა პირობებში ცხოვრობს აფხაზეთის ომის ვეტერანი

"თუ ოდესმე რამე მოხდება მზად ვარ მეც აწიო ხელი მაღლა თავისუფალი საქართველოსთვის" - ეს სიტყვები აფხაზეთის ომის ვეტერანს ალექსეი ზინავიოვს ეკუთვნის.


                                                 

მისი ისტორია ალბათ არავის არ ეცოდინებოდა რიგი ადამიანების გარდა, რომ არა ჩემი კოლეგები ინტერნეტ-ტელევიზია www.itv.ge-დან. სწორედ მათი დამსახურებით "აღმოვაჩინეთ" დამსახურებული ვეტერანი, რომელიც ახლა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

http://itv.ge/?m=16&CID=20667
( www.itv.ge-ის რეპორტაჟი )

მეტსახელად "რუსი ლიოხა" 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 6-ე სატანკო ბატალიონის დაზვერვის ათეულში მსახურობდა, რომელიც ძირითადად ადგილობრივი კადრებით იყო დაკომპლექტებული. 6-ე სატანკო ბატალიონის მოქმედების ზონა აფხაზეთის ომის დროს გულრიფში-სოხუმის მონაკვეთი იყო რაც თავისთავად გულისხმობს ამ ქვედანაყოფის სასიცოცხლო მნიშვნელობას, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით დავწერთ, მანამდე კი "ლიოხას" დავუბრუნდეთ.


ეროვნებით ებრაელი, ალექსეი ზინავიოვი როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანები იხსენებენ საკმაოდ კარგი ალღოს მქონე, პროფესიონალი მზვერავი იყო, თუმცა ომის შემდგომ მშობლიური აფხაზეთიდან დევნილი "ლიოხას" ცხოვრება, ისევე როგორც ბევრი სხვა დევნილის ვერ აეწყო. 1993 წელს ოჯახის წევრები ოკუპირებულ რეგიონში დატოვა, მათ შესახებ ახლაც არაფერი იცის. თბილისში საცხოვრებლად გადასული "ლიოხა" ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ ცოლი გაუუპატიურეს და მოუკლეს. 15 წელია ალექსანდრე ზინავიოვი გლდანში, გაუსაძლის პირობებში, ხის პატარა ქოხში ცხოვრობს, თავს კი ხან ნაგვის დასუფთავებით, ხანაც მოწყალებით ირჩენს.



                                                         (ფოტო - http://geo-army.ge )                   

რეპორტაჟის ნახვის შემდეგ გაუსაძლის პირობებში მყოფი ვეტერანის მონახულება და დახმარება სამხედრო-ანალიტიკური ინტერნეტპორტალის  http://geo-army.ge-ს ადმინისტრაციის ინიციატივით,  forum.ge-ს "არსენალის" განყოფილების წევრებმა გადაწყვიტეს.



                                                          (ფოტო - http://geo-army.ge )

თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკვები და ცხოვრებისთვის საჭირო ნივთები ამ ადამიანებმა "ლიოხას" უსასყიდლოდ გადასცეს. ტავიდან ვეტერანი უარზე იყო და ბიჭებსაც ეჭვის თვალით უყურებდა თუმცა მოგვიანებით კონტქატი შედგა.

                                                 ("ლიოხა" ფორუმელებთან ერთად)


ცალი თვალით  დაბრმავებული ალექსეი ზინავიოვი ამ ეტაპზე არანაირ შემწეობას არ იღებს, იმედია სახელმწიფო მის დასახმარებლად ყველაფერს იღონებს და ვეტერანს ცხოვრებისთვის უკეთეს პირობებს შეუქმნის.
"ლიოხას" ისტორია ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის მტკივნეულია, თუმცა არავინ ვიცით კიდევ რამდენი ვეტერანი, რამდენი დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს მსგავს პირობებში. ადამიანები რომლებმაც თავის დროზე საქართველოსთვის ყველაფერი გააკეთეს და საკუთარი სისხლით იცავდნენ მომხვდურისგან მიწის თოთოეულ გოჯს. ჩვენ კი უბრალოდ  ვალდებული ვართ დავიცვათ მათი უფლებები და შევუქმნათ მათ უკეთესი მომავალი თუ გვინდა უკეთ მოტივირებული და ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავდეს სამომავლოდ!  

No comments:

Post a Comment