როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, იმდენად პატარა ვიყავი რომ ძლივს მახსოვს... "სამოქალაქო ომი, თბილისი. დეიდაჩემის მარჯვენა ხელს მაგრად ვიყავი ჩაჭიდებული. ქაშუეთის წინ ლამის ერთმანეთს წყვეტენ "გმირები". დღემდე შემომრჩა პუტჩისტების ზიზღი, თუმცა მაშინ ინამუსეს. რუსთაველის გამზირის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ერთდროულად დადუმდა ავტომატები. ჩავუარეთ ქაშუეთს, კისერი კინაღამ მომტყდა უკან ყურებით ისე მაინტერესებდა "წვერებიანი და ავტომატიანი ბიძია". გავცდით სახიფთო ზონას და... ისევ დაიწყო, ისევ აგუგუნდნენ "კალაშნიკოვები" - მაშინ დეიდაჩემი ამ სიმღერას ღიღინებდა,ღიღინებდა იმიტომ რომ მე გავერთე და არ შევშინებულიყავი. ზუსტად ისე მეზიზღება კიტოვანი და მისი ნაბიჭვრების ხროვა როგორც მას ეზიზღებოდა...საკუთარ თავს გეტოში მყოფ ებრაელ ბავშვს ვადარებ, ბავშვს რომელსაც ახლობლებს უხვრეტენ და მიუხედავად ამისა სროლის ყურება არ აშინებს. როცა ეს კადრი თვალებში ამომიტივტივდა შემეშინდა, შემეშინდა 20 წლის შემდეგ! 20 წლის წინ დახვრიტეს ნაძირალებმა ჩემი არცთუისე ბედნიერი ბავშვობა...
Tuesday, November 29, 2011
Tum Balalaika- ანუ ჩემი დახვრეტილი ბავშვობა

Subscribe to:
Post Comments (Atom)
არა მარტო შენი.. საერთოდ, მაგ თაობის ბავშვობა დახვრიტეს.. მე მაშინ 2 წლის ვიყავი მაგრამ, მერენდელმა პერიოდმა ჩემს ფსიქიკაზეც დატოვა ნახვრეტები...
ReplyDeleteჩვენ ყველა დაგვხვრიტეს, სიგუებმა, ქობალიებმა, კიტოვანებმა,შევარდნაძეებმა, პუტჩისტებმა, პიდარასტებმა, დედამოტყნულებმა...
ReplyDelete