Tuesday, June 14, 2011

სისხლი და ყაყაჩოები


მამკვდარა ძმაი, მამკვდარა
არდოტს შააკვდა მტერსაო,
ხმალ კაის ხელში ეჭირა,
დროშას ურგებდა ერსაო!
იგი მოკვდება სხვებიცა,
თუმც დაიზრდება  ვაჟები
ხმალ-ფრანგულს აამღერებენ
თვალთ დაუკვესებთ კაჟები!
ერთი გაწყდება, ჯარიცა,
მეომარს გული გულადა!
სამშობლოს არვის დავუთმობთ
მტერს დავუხვდებით მგლურადა!
მინდორს ყაყაჩო ეფინა
ცრემლი მამადგა მალულად,
ჩემის ძმის სისხლი მეგონა
გავმართე ლოცვის მარულა.
ციდან არწივი  დაჰკივის
ველის ყაყაჩოს ზედაო,
საფლავის ქვიდან ხმა ისმის მტერს აუტირეთ დედაო!
ემზადებიან ჩუბინნი,
კვლავაც ავისხით აბჯარი,
მტრის გულს გააპობს მახვილით
ამერ-იმერთა ლაშქარი!
ხუთჯვარა ისევ ფრიალებს, ტარზედ კი  სისხლი ასხია,
ყმათა  ბრძოლამ და ყიჟინამ მომხვდურნი გადააქცია.
ახლა დავჰყურებ ჩემს ძმებსა,ხანჯალ გაცივდა  ხელზედა,
და მათი სისხლი ქვეყნისთვის, ყაყაჩოდ იქცა ველზედა...


როცა ალბათ ამ ლექსს ვწერდი, ეს ვაჟკაცი, ქართველი ოფიცერი ავღანეთში სიკვდილს ებრძოდა, გადავწყვიტე ეს ლექსი მის ხსოვნას მივუძღვნა...



3 comments:

  1. უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი. პირველი ქართველი ჯარისკაცი რომელიც დაიღუპა ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს.

    ReplyDelete
  2. მე მომწონს.. სისხლი ამიდუღდა ძარღვებში. თურმე მეც პატრიოტი ვყოფილვარ !

    ReplyDelete
  3. ნეტა ყველა შენნაირი პატრიოტი იყო... :)

    ReplyDelete