Monday, December 12, 2011

საქართველოსთვის, ბიჭებო, სწორდით!


სალამი სალამს:
ხერთვისს და რუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს!
ჩვენ ბევრჯერ ვიშვით
და ბევრჯერ მოვკვდით.
და როცა მოვკვდით _
ყოველთვის ვცხონდით!..

სალამი სალამს:
ნინოს და თამარს;
თამარს და ნინოს;
და ისევ - თამარს!
თევდორე ხუცესს;
პაატა რაინდს;
ცხრა ლომგულ ძმას და
არაგველს სამასს!..

ყველანი აქ ვართ!
აქ არის ყველა!
შეხედე: ცოტნეც
მოვარდა ჩორთით!
- საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
ბიჭებო, სწორდით!

დიდება მამულს:
ხერთვისს დარუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს...
საქართველოსთვის
ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით,
და როცა მოვკვდით -
ყოველთვის ვცხონდით!


ტარიელ ჭანტურია

Wednesday, November 30, 2011

დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში


arabul qveynebSi momxdari gadatrialebebisa da siriaSi mimdinare movlenebis fonze msoflioSi ukve axali omis saSiSroeba gaCnda. iranis mosalodneli krizisi saqarTveloSic sakmaod aqtualuri Temaa. regionSi mimdinare movlenebi msoflio mediis yuradRebas ipyrobs, savaraudo omis scenari aqtiurad ganixileba socialur qselebsa da forumebze.

sazogadoebaSi gaCnda eWvi, rom arabul qveynebSi mimdinare revoluciuri procesebi sxva araferia, Tuara iranis strategiuli partniorebis “likvidacia”. dasavleTi ki revoluciebiT oficialuri TeiranisTvis savaraudo samxedro moqmedebebisas mxardamWerTa CamoSorebas cdilobs.

egviptisa da libiis Semdeg Setakebebi samTavrobo Zalebsa da momitingeebs Soris siriaSi grZeldeba. gaeros monacemebiT siriaSi bolo ramdenime Tvis ganmavlobaSi 3500-ze meti adamiani daiRupa. baSar al asadis gancxadebiT qveyanaSi ucxouri specsamsaxurebis mier momzadebuli agentebi daTareSoben, romelTa likvidaciac qveynis SeiaraRebuli Zalebis mTavari mizania. “me mzad var bolomde vibrZolo ukanonobis winaaRmdeg. Cven unda aRvkveToT iaraRis Semotana mezobeli qveynebidan da droulad unda movaxdinoT im adamianTa pasuxisgebaSi gadacema, vis kiserzec asobiT sirielis sisxlia” – acxadebs asadi.

paralelurad arabulma ligam 27 noembers siriis winaaRmdeg sanqciebis axali paketi aamoqmeda. rezolucias mxari 22 wevri qveynidan 19-ma dauWira.  Tavi mxolod erayisa da libanis warmomadgenlebma Seikaves. sanqciebi ligis wevri saxelmwifoebis teritoriaze sirieli diplomatebis vizitTa akrZalvas, finansuri angariSebis gayinvas, ekonomikur sferoSi TanamSromlobas da siriaSi investicviebis dabandebis akrZalvebs iTvaliswinebs.

arabuli ligis am nabijis Semdeg dasavleTis SeSfoTeba ruseTis mier oficialuri damaskos mxardaWeram gamoiwvia. “al-arabias” mier gavrcelebuli informaciiT ruseTma asadis reJimis mxardasaWerad siriis port tartusSi sami samxedro xomaldi Seiyvana. rusuli mediis cnobiT ki ramdenime dReSi siriis teritoriul wylebSi aviamzid-kreiseri “admirali kuznecovi” Seva. am informaciis Semdgom israelis politikur kuluarebSi kidev erTxel alaparakdnen ruseTTan urTierTobebis gadaxedvis Sesaxeb, aRsaniSnavia rom “admiral kuznecovze”  ramdenime aTeuli moieriSe su-25 da su-33, asve mravalfunqciuri Sveulmfrenebi ka-27 da ka-29 bazirebs rac israels SeSfoTebis safuZvels aZlevs.

Tamamad SeiZleba iTqvas rom axlo aRmosavleTSi Seqmnili situacia neli moqmedebis naRms hgavs, romelic moqmedebaSi wuTi-wuTze mova. miuxedavad imisa rom koaliciuri Zalebi am etapze siriaSi samxedro kampaniis dawyebas praqtikulad gamoricxaven, siriis mxardamWerebi, ruseTi da irani irwmunebian, rom regionSi dawyebuli destabilizacia Crdilo-atlantikuri aliansis morig “agresias”  uqmnis myar safuZvels.  rac Tavis mxriv nawilobriv iranis winaaRmdegaa mimarTuli.

amerikul ultimatums da atomuri energiis saagentos angariSs Teirani iaraRis JRaruniT pasuxobs. iranis Tavdacvis ministriis, brigadis generlis ahmad vahidis gancxadebiT iranma israels 150 aTasi raketa daumizna, saWiroebis SemTxvevaSi ki TurqeTSi natos axladdamontaJebul antisaraketo farsac gaanadgurebs.


iranSi antidasavluri politika piks aRwevs - mas Semdeg rac oficialurma londonma irans birTvul programaSi samxedro Semadgenlobis aRmoCenis gamo sanqciebi gaumkacra, iranis parlamentma qveyanaSi britaneTis diplomatiuri misiis done dawia. paralelurad studentTa jgufi didi britaneTis saelCoSi SeiWra da 6 britaneli diplomati mZevlad aiyvana. britaneTis mTavrobam am faqtis Semdeg diplomatTa dauyovneblivi evakuaciis Sesaxeb gancxadeba gaakeTa.

iraneli diplomatebi “SedegiT” ar kmayofildebian da dasavleTs qveynis SigniT diversiebis mowyobaSi adanaSauleben.
12 noembers “amir al momeninis “ samxedro bazaze momxdar afeTqebas, romelsac 17 iraneli samxedro mosamsaxure emsxverpla, iraneli politikosebi dasavlur specsamsaxurebs ukavSireben. mejlisis sagareo saqmeTa da usafrTxoebis komisiis wevris, parviz soruris TqmiT dakavebulia “sionisturi reJimis” 12 agenti romlebic qveyanaSi mdebare birTvul reaqtorebsa da samxedro bazebze diversiebs gegmavdnen.

irani axlo aRmosavleTsa da samxreT aziaSi dominantis poziciis dakavebas cdilobs, dasavleTi ki am etapze oficialuri Teiranis ambiciebs mxolod ekonomikur sanqciebs upirispirebs. daiwyebs Tuara axali samxedro kampania regionSi, romelsac eqspertebi potenciur “mesame msoflio omad” moixsenieben amas dro gviCvenebs. omis albaTobis SemTxvevaSi britaneTma strategiul partniors daxmareba ukve aRuTqva. Tumca iranis birTvuli programis mTavar mowinaaRmdeged am dromde mainc israeli rCeba. erayidan amerikuli jarebis gayvanis Semdeg ki ebraul aviacias praqtikulad gza exsnebaT imisTvis, rom iranis birTvul reaqtorebze prevenciuli dartymebi miitanos.

giorgi weroZe
specialurad  geo-army.ge-sTvis




Tuesday, November 29, 2011

Tum Balalaika- ანუ ჩემი დახვრეტილი ბავშვობა



როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, იმდენად პატარა ვიყავი რომ ძლივს მახსოვს... "სამოქალაქო ომი, თბილისი. დეიდაჩემის მარჯვენა ხელს მაგრად ვიყავი ჩაჭიდებული. ქაშუეთის წინ ლამის ერთმანეთს წყვეტენ "გმირები". დღემდე შემომრჩა პუტჩისტების ზიზღი, თუმცა მაშინ ინამუსეს. რუსთაველის გამზირის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ერთდროულად დადუმდა ავტომატები. ჩავუარეთ ქაშუეთს, კისერი კინაღამ მომტყდა უკან ყურებით ისე მაინტერესებდა "წვერებიანი და ავტომატიანი ბიძია". გავცდით სახიფთო ზონას და... ისევ დაიწყო, ისევ აგუგუნდნენ "კალაშნიკოვები" - მაშინ დეიდაჩემი ამ სიმღერას ღიღინებდა,ღიღინებდა იმიტომ რომ მე გავერთე და არ შევშინებულიყავი. ზუსტად ისე მეზიზღება კიტოვანი და მისი ნაბიჭვრების ხროვა როგორც მას ეზიზღებოდა...საკუთარ თავს გეტოში მყოფ ებრაელ ბავშვს ვადარებ, ბავშვს რომელსაც ახლობლებს უხვრეტენ და მიუხედავად ამისა  სროლის ყურება არ აშინებს. როცა ეს კადრი თვალებში ამომიტივტივდა შემეშინდა, შემეშინდა 20 წლის შემდეგ! 20 წლის წინ დახვრიტეს ნაძირალებმა ჩემი  არცთუისე ბედნიერი ბავშვობა...


Wednesday, October 12, 2011

გრანიტის რკალი


       როგორც წინა პოსტში აღვნიშნე დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი პირველი (იმედია არა უკანასკნელი  ) მოთხრობა დღესვე დავდო ბლოგზე. ალბათ უბრალო დამთხვევაა, დღეს სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს რომ "პაეზდკა" იყო ავღანეთში და მე ვერ მივდიოდი ( :( ), ჩემი მოთხრობაც სწორედ ავღანეთის თემას ეხება, იმედია მოგეწონებათ ორი, სხვადასხვა მხარეზე მებრძოლი ჯარისკაცის უკანასკნელი განცდები.

                                                                             xxx

როცა პირველად ვიტირე, რამდენიმე წუთში სოფელზე შეტევა დაიწყეს. გამარჯობა, მე ჰამიდი ვარ, წარმოშობით პუშტუ, ავღანელი. ჩემი დაბადება მამამ ყანდაჰარში შეიტყო, გაუხარდა ვაჟის შეძენა. მუსა ჰოჯას ამის აღსანიშნავად მისთვის ახალი, ამერიკული ავტომატური შაშხანა უჩუქებია. მამამ პირველი მჭიდიდან ნასროლი ტყვიით ერთი რუსი თუ ყაზახი ოკუპანტი გამოასალმა სიცოცხლეს და მერე მისი ჯერი დადგა. დაზვერვაზე წასულებს ცეცხლი გაუხსნიათ. მათაც გაუხსნეს საპასუხო ცეცხლი. მერე გორაკის თავზე გამაგრებულან. გორაკი სამი მხრიდან მიუდგომელი იყო, მეოთხე მხარე კი ხეობას გაჰყურებდა რომლის გასვლასაც აპირებდნენ საბჭოთა ჯარისკაცები. შეშინებული ოკუპანტები ჯავშანტექნიკას ამოფარებულები ცდილობდნენ სიცოცხლის შენარჩუნებას. ფიქრობდნენ რომ ხეობაში შესვლისთანავე ჩასაფრებაში მოყვებოდნენ, ამიტომ არ გარისკა მათმა მეთაურმა გზის გაგრძელება. მათ საჰაერო დახმარება გამოიძახეს. რამდენიმე წუთში კვადრატი, სადაც მამა რამდენიმე თანამებრძოლთან და ერთ უიარაღო მწყემსთან ერთად იმყოფებოდა, მოიერიშე შვეულმფრენებმა დაამუშავეს. ცოცხალი მარტო ლოდებს შორის ჩამალული მწყემსი გადარჩა, რომელმაც იმავე ღამეს გადაწყვიტა თხებისთვის თავის დანებება და მოჯაჰედებთან ერთად ბრძოლა. ამ ამბის შემდეგ 26 წელზე მეტი გავიდა და აქ ისევ ომია, ძველი მტერი ძველმა მოკავშირემ ჩაანაცვლა. შეიცვალა ომის წარმოებოს სქემა თუმცა არ შეცვლილა მისი მიზანი. ეს ომი დასავლელების აზრით თალიბთა რეჟიმის განდევნას და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას ემსახურება თუმცა ეს ტყუილია, ეს სისხლიანი ბრძოლაა, ოპიუმის  ომი.
ამიტომაც გადავწყვიტე ხელში ავიღო იარაღი. დავიცვა ჩემი ოჯახი, რომელიც უკვე აღარ მყავს და ღირსება რომელსაც მილახავენ. ახლა მე მივდივარ დავალებაზე იმ ადგილიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში სადაც მამაჩემი დაეცა.

                                                                                    xxx

გარეთ სითბოა, თუმცა ვიცი რომ სითბოს ღამით საშინელი სიცივე ჩაანაცვლებს. დღეს უკვე მეოთხეჯერ გავედით სოფელში რაც აქ ვარ. შევხვდით უხუცესებს რომლებიც ადგილობრივებისთვის ღმერთთა სწორია თუმცა ჩემი აზრით ოპიუმით გადებილებული კუანა ბებრების ხროვაა და მეტი არაფერი. სერჟანტი როდრიგესი ადგილობრივი თარჯიმნის დახმარებით მთელი ერთი საათი ელაქლაქებოდა ამ წითელწვერა, თითებჩაყვითლებულ ეშმაკებს. არ ვიცი რაზე, მე გარე პერიმეტრზე კარებთან ვიდექი და ბრძანება მქონდა ნებისმიერი მამრისთვის რომელიც საეჭვოდ მოიქცეოდა, გაფრთხილების შემდეგ, დამიზნებით გამეხსნა ცეცხლი. მთელი ხუთი თვე დარჩა სახლში დაბრუნებამდე, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები უკან, უკვე მოსაბეზრებელია ამდენი მაღალკალორიული საკვები, წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლების ჩამორიგება, ჟღვლინტიანი ბავშვების ფერება და საღამოობით ედის ლეპტოპში ტუჩებდაბერილი ქერა ქალბატონების კვნესის ფონზე ნძრევა.
ხო მართლა, საკუთარი თავი არც კი წარმომიდგენია - მე დასტინი ვარ, დასტინ უილიამსი, ვეტნამის ომის გმირის, ნაბიჭვარი, კომუნისტი ვიეტკონგელების მიერ დახვრეტილი თომას უილიამსის მესამე ვაჟი. ახლა უკვე თავადაც სამხედრო მოსამსახურე, ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპრალი. თუმცა რაღა ჯარისკაცი ვარ, უკვე თვეზე მეტია აქ ვარ და თალიბი მებრძოლი თვალადაც არ მინახავს, არადა ერთი სული მაქვს ვინმემ თავისი ბინძური ტრაკი მომიშვიროს ჩემს კოლიმატორულ სამიზნეში. ისე ტრაკს თავი ჯობია, ტყვიის თავში გარტყმის ეფექტი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მხიბლავს მაგრამ... სიმშვიდეა, ხოდა მეც ბრძოლის მაგივრად საღამოობით ჩემი თანამემამულე პატარა ბოზების პორნოგრაფიული შედევრების ყურების შემდეგ პატარა ტრანშეს უკან ვანძრევ, ან ყუთებისგან შეკრულ ლოგინზე წამოგორებული ვუსმენ როგორ ცოდვილობს გიტარაზე ჩვენი თანამებრძოლი პეპე სანჩესი. ესაა ჩვენი მოსაწყენი ცხოვრების ექვსთვიანი ყოველდღიურობა. მეტს ვერაფერს გააკეთებ მუსა-ქალაში. ღმერთო დაწყევლე მთელი ჰელმანდი და ავღანეთი!

                                                                          xxx

უკვე რამდენიმე საათია მივდივარ, ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო და მაქსიმალურად მოვერიდო ჯარისკაცებს. იარაღი და შავი ცელოფნის პარკი რომელშიც დეტონატორები მიწყვია სხეულზე თოკით მაქვს დახვეული ამიტომაც კალთის ქვეშ კარგად იმალება. დაბინდებამდე აუცილებლად უნდა მივაღწიო აულამდე, იქ ჩვენი კაცი მელოდება.
ჩამავალი მზის ფონზე ოპიუმის ოპიუმის ყანასთან ვჩერდები, ჩემი ვარაუდით აულამდე 2 საათში მივალ.  უკანასკნელი საათები ტანჯვად იქცა, გაოფლილ კანზე მშრალი ქვიშა მეწებება, ფეხები დამისივდა, ტერფები დამიწყლულდა მაგრამ მაინც მივდივარ. ჩემი იდეისთვის, ცემი ოჯახისთვის და ალაჰისთვის მივდივარ. დაღამებულზე სოფელს მივადექი, საიდის სახლი აულის განაპირას იდგა. კარზე სამჯერ დავაკაკუნე, მცირე პაუზის შემდეგ კი ორჯერ. კარი საიდმა გამიღო. ინშალლაჰ მოხვედი! გამიღიმა და ჩამეხუტა. დაღლი ვიყავი, მან თხის რძე და თრიაქი შემომთავაზა, თრიაქზე უარი ვთქვი. საქმე გააზრებულად, საღი გონებით უნდა მიმეყვანა ბოლომდე.
გათანებამდე 6 საათზე მეტი რჩებოდა, ნაღმი სიმაღლის ქვემოთ მიმავალ გზაზე უნდა დამედო სადაც დილაობით ჯავშანკოლონა გადაადგილდებოდა. ეს ყველაფერი შეუმჩნევლად, იდეალური სიზუსტით უნდა შემესრულებინა,  პრობლემა ის იყო რომ სიმაღლეზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ ღამის ხედვის მოწყობილობებით აღჭურვილი ამერიკელი ჯარისკაცები, მეკი ღამის ხედვის მოწყობილობა არ გამაჩდა.
                                                                           xxx
დღეს სიმაღლეზე უილიამსი და მაკ’ო’დონელი დარჩება – თქვა სერჟანტმა როდრიგესმა და ქათმის პატარა ძვალი პირიდან ფურთხს გამოაყოლა.
-სიგარეტები ჩემს ყუთში დევს ბიჭებო, თუ მაინცდამაინც მოწევა მოგინდებათ სანგარში, დაბალ სიმაღლეზე მოწიეთ, ასე უფრო კომფორტული იქნება და თან საკუთარი უკანალების კოორდინატებს არ გადასცემთ ნაბიჭვრებს. არის კითხვები?
-არა სერ!
-მშვენიერია, ახლა საქმეს მიხედეთ.

მიყვარს ღამით პატრულირება, ამ დროს მაინც გაქვს მცირე შანსი ვინმე გზააბნეულ თალიბს გადააწყდე, რომლის მოძრაობაზეც შეძლებ შენი შაშხანის შესაძლებლობების შემოწმებას. თუმცა ალბათ დღეს მე არ გამიმართლებს, სიმაღლეზე ჩემთან ერთად გამოცდილი სნაიპერი, როი მაკ’ო’დონელი იქნება. როის დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები. ერთხელ  სწავლებებისას ისე შეინიღბა, ლამის თავზე დააფსა ინსტრუქტორმა, სროლითაც კარგად ისვრის და მსხვილკალიბრიანი, მ-82 ბარეტის შაშხანაც აძლევს ამის შესაძლებლობას. მოკლედ კარგი ბიჭია, ერთადერთი ნაკლი ის აქვს რომ კათოლიკეა და რომის პაპს უფრო მეტ პატივს სცემს ვიდრე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებს.  მოკლედ ამაღამ როისთან ერთად გავიყინები ამ დაწყევლილ სიმაღლეზე, იმედია მცირე შანსს მაინც დამიტოვებს ეს ირლანდიელი ნაბიჭვარი!
                                                                            xxx
საიდმა ორი საარტილერიო ჭურვი მომცა. ეს ჭურვები ცოტა ხანში ნაღმად უნდა იქცეს, ნაღმად რომელმაც ჩემი ქვეყნის მტრების ჯავშანკოლონა უნდა ააფეთქოს. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი მათი უსაფრთხო ტრანსპორტირებაა. გარეთ უკუნეთი სიბნელეა, მთვარე არ არის რაც ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. დანიშნულების ადგილამდე 5 კილომეტრზე მეტი რჩება, თუმცა უნდა გავიარო ამერიკელების პატარა ბაზა, რომელიც გორაკზეა. გორაკზე პატრული იქნება, ამიტომაც მარცხენა მხრიდან უნდა მოვუარო რომ შეუმჩნეველი ვიყო. ალლაჰი ჩემთანაა, ამიტომაც მე შევძლებ! შევძლებ ამის გაკეთებას! გორაკი სულ უფრო ახლოვდება, მგონი იქ ვიღაც დგას. ორნი არიან, ერთ-ერთი სიგარეტს ეწევა. მხოლოდ მათ სილუეტებს ვხედავ. ძნელია შეუმჩნეველი იყო მტრისგან რამდენიმე მეტრში, თან მაშინ როცა ჩანთაში ნაჭრებდახვეული ორი საარტილერიო ჭურვი გიდევს. გული უფროდაუფრო მიძგერს. გორაკის ძირს, დამშრალი მდინარის ხეობას უნდა გავყვე, კლდე  ჩემს ზემოთ მოექცევა და ასე უფრო შეუმჩნეველი ვიქნები. უხმაუროდ უნდა ვიარო, ჩემი თითოეული არასწორი ნაბიჭი შესაძლოა ჩემივე სიცოცხლისთვის აღმოჩნდეს სახიფათო. სხვა გზა არ მაქვს, სიმაღლის ირგვლივ გაშლილი ველია, მხოლოდ ნახევარი კილომეტრის დაშორებითაა ერთი პატარა შენობა, რომელიც შეიძლება თავშესაფრად გამოვიყენო. გზას ამერიკელები აკონტროლებენ. კლდეს მივუყვები, იმდენად ახლოს ვარ მტრის სიმაღლესთან რომ უკვე მათი ლაპარაკის ხმაც მესმის, აქ კი თავში ერთი იდეა მომდის, იდეა რომელიც ჩემი აზრით უფრო ეფექტური იქნება ვიდრე გზის დანაღმვაა. იმედია მაპატიებენ ჩემი ძმები ამ ავანტიურისტულ ნაბიჯს.
                                                                              xxx

მაკ’ო’დონელი თითქმის არასდროს ლაპარაკობდა, თუმცა დღეს ტრადიცია დაარღვია და პირველმა ამოიდგა ენა.
- უილიამს, არ გინდა მაგ ნაგავს თავი რომ დაანებო?
- სიგარეტს გულისხმობ?
- ხო
- არა, მიყვარს მოწევა, ამ დროს უფრო მშვიდად ვარ
- სამაგიეროდ მე ვღელავ მაშინ როცა შენ ეწევი ღამით, განსაუთრებით მაშინ თუე ს პოსტზე ხდება!
- კარგი რა როი, აქ მაინც არავინ დადის, მგონი ღმერთს საერთოდ დაავიწყდა ეს ადგილი.
- კარგი, მე უბრალოდ გაგაფრთხილე.

როიმ ზურგი შემაქცია, ღამის ხედვის ოპტიკურ სამიზნეზე დაყრილ მტვერს სული შეუბერა და მისი წმენდა დაიწყო. უცებ შემოტრიალდა, რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა და მკითხა – ხმა გაიგონე?
                                                                          xxx
15 წუთია ვცდილობ ორი საარტილერიო ჭურვი ერთმანეთს ელექტროსადენებით დავაკავშირო. როგორც იქნა მოვახერხე, ზედ პლასტიდის მოზრდილი ნაჭერი დავაკარი და დეტონატორი დავსვი. კლდის ქვეშ, ლოდის ძირს ხელებით დავიწყე მიწის ამოთხრა, რამდენიმე წუთის შემდეგ ორმო მზად იყო, ჭურვები ორმოში მოვათავსე და ზედ მიწა დავაყარე. ახლა იმ შენობამდე უნდა მიმეღწია უჩუმრად რომელიც ველის შუაგულში იდგა და საიდანაც კარგად სჩანდა სიმაღლე. ჩემი ვარაუდით ცეცხლის გახსნის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სწორედ ამ ლოდის ქვეშ აირჩევდა პოზიციას, აქედან შენობა კარგად ჩანდა, ამერიკელები კი სასროლად ყოველთვის კარგ პოზიციას ეძებენ. როგორც კი ლოდის ქვეშ ჩასაფრდებოდა ჯარისკაცი ნაღმიც მაშინვე ამოქმედდებოდა.
                                                                        xxx
- რა მოგელანდა ?
- ჩუმად!
როი სანგრის განაპირას ჩაიმუხლა და შაშხანა მოიმარჯვა. ადგილზე გავიყინე, ძნელია არ დაუჯერო შენზე გამოცდილ მებრძოლს, რომელიც თითქმის სუნით გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს. მან შაშხანა გადატენა, ის იყო კვლავ ოპტიკურ სამიზნეში უნდა გაეხედა, ამ დროს მისი ბღავილი გავიგონე – “დაბლა! თერთმეტი საათის მიმართულებით! შეიარაღებული პირი!” - ამ დროს სროლის ხმაც გაისმა, თუმცა ეს არ იყო მაკ’ო’დონელის შაშხანის ხმა, ეს საბჭოთა კალაშნიკოვიდან ნასროლი ჯერი რომელმაც როის ირგვლივ მიწა გათხა. ჩაწექი ო’დონელ! ვიყვირე და იარაღი გადავტენე, თუმცა როი სანგარში არ ჩაწოლილა. ახლოს მივხოხდი, მიწა სველი იყო, როის კი ჯერ ისევ უცემდა გული. რადიოკავშირი მოვიმარჯვე - ბრავო ერთი ალფას! ბრავო ერთი ალფას! ბაზაზე თავდასხმაა! დაჭრილი გვყავს! ბრავო ერთი ალფას! როდრიგეს!!! სერჟანტო როდგიგეს!
სიმაღლიდან ჩვენს ბაზამდე 150 იარდი იყო, უკვე მესმოდა როგორ ახმაურდნენ ჩვენი თანამებრძოლები. კვლავ როის მივუბრუნდი და მისი პულსი შევამოწმე, ის უკვე აღარ ცემდა... ხელები საძილე არტერიასთან მივიტანე, ტყვიას ყელში გაევლო, მაკ’ო’დონელი მკვდარი იყო. როის შაშხანა ავიღე და და კვლავ სანგარში ჩავწექი. სიმაღლე მიზანში იყო ამოღებული, ალბათ ბლომად იქნებიან, ჯობია ქვემოთ ჩავბობღდე და ლოდებში ჩავიმალო – გავიფიქრე და ხოხვით გავყევი სანგრის ბოლომდე, აქედან მოკლე გზა იყო რომელიც ქვემოთ, კლეებში ჩადიოდა.
                                                                                xxx
გავრბივარ, მივუყვები დამშრალი მდინარის კალაპოტს რომელიც უახლოესი გზაა შენობამდე, შენობამდე რომელიც ახლა ჩემი ერთადერთი იმედია. როგორც კი ნაღმი დავდე, ჩემგან დაახლოებით 50 მეტრში სნაიპერი შევნიშნე, უკვე ჩემსკენ აპირებდა შემოტრიალებას თუმცა არ ვაცალე. მარტო არ იქნებოდა, იქ სხვებიც იქნებოდნენ, ამიტომაც სირბილით გავეცალე დანაღმულ ტერიტორიას, დიდი შანსია ხელყუმბარა გესროლონ, მან ნაღმი აამოქმედოს და აფეთქებული კლდის ლოდებმა მტერთან ერთად შენც ჩაგქოლოს.
                                                                         xxx

კლდის პირას ერთი დიდი ლოდი ეგდო, საუკეთესო პოზიციაა! პირდაპირ ხედავ რა ხდება შენს დაბლა ველზე. უკვე თენდებოდა. ბიჭების ხმა მესმოდა, ისინი პოზიციებს იკავებდნენ. ღმერთმა დაწყევლოს! გადარბენის დროს რადიოკავშირი დავკარგე, ახლა კავშირის გარეშე ვარ. მარტო,  შაშხანით ხელში! აი ჩემი შანსი! შანსი რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობდი! მე შემიძლია მტრის ლიკვიდაცია! მე შემიძლია ჩემი თანამებრძოლებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის გაკეთება! მე შემიძლია როი მაკ’ო’დონელის სისხლის აღება!
ლოდის ამოვეფარე, შაშხანის სადგარი გავხსენი და მიწაზე მოვათავსე. სამიზნეში არაფერი ჩანს, ველი სუფთაა. ეტყობა ტერორისტების პატარა ჯგუფი იყო. დაახლოებით 550 იარდში, შენობასთან მოძრაობა შევნიშნე. თენდება. ცოტაც და ყველაფერი უფრო ნათლად გამოჩნდება. ჩემები უკვე პოზიციებზე არიან. სანგრიდან ხმა მესმის.
- სერჟანტო როდრიგეს! უილიამსი ვარ, დაბლა ვარ, 12 საათზე შენობაში მოძრაობაა, კონტროლზე მყავს აყვანილი – ვიყვირე ხმამაღლა
უცებ შენობის უკან სილუეტი შევნიშნე, ალბათ მზვერავი იყო და შორიდან გვაკვირდებოდა. ოპტიკურ სამიზნეში მას უკვე გარკვევით ვხედავდი, კედელს ამოფარებული იყურებოდა ჩვენი მიმართულებით. ჰაერი ჩავისუნთქე, 1,2,3,4,5,6... სამიზნის მიმართულებით ბარეტიდან ცეცხლი გავხსენი. უცებ შეხტა და მიწაზე დავარდა. არის! ესეც პირველი ტერორისტი ჩემს აქტივში!
                                                                               xxx

მხარი გადაგლეჯილი მქონდა, გაფლეთილი კუნთიდან სისხლი მოჩქეფდა რომელსაც თან ჩემივე ძვლის ნამსხვრევები გამოჰქონდა ორგანიზმიდან. ნახევარი მეტრი ვიხოხე და კედელს მოვეფარე. დამთავრდა, ჩემი მოკლე ცხოვრება დამთავრდა. მეც ისევე დავეცი თავისუფლებისთვის ბრძოლაში როგორც ოდესღაც ჩემი ძმები, ჩემი თანამებრძოლები და მამაჩემი. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა, რომ შვილი, შვილი ვერ დავუტოვე ჩემს ქვეყანას. ტანსაცმელი სისხლით გაიჟღინთა. მცივა, თანდათან მზის სხივებსაც ეცვლება ფერი, თვალი მიბნელდება, ჰაერი თითქოს მეყინება ფილტვებში. ალლაჰ! ჩაიბარე ჩემი სული! ალლაჰ შენ გააძლიერე ჩემი ხალხი!
                                                                        xxx
უილიამს ტერიტორია სუფთაა! ტერორისტი მარტო მოქმედებდა! შენ შეძელი მისი ლიკვიდაცია დამპალო ნაბიჭვარო! მომესმა ედი ფიშერის სიხარულით ნათქვამი სიტყვები.
 ღმერთო, რა უჩვეულო გრძნობაა, კლავ ადამიანს და გიხარია. თავი ჩავღუნე მუზარადი ოპტიკურ სამიზნეს ჩამოვადე. თვალიდან ერთი წვეთი ცრემლი ჩამოსრიალდა, გადაიარა მტვრიანი სახე და ნიკაპთან გაჩერდა. ფეხის ხმა გავიგონე, ფიშერი ჩემსკენ მოდიოდა, წამოვდექი და... ღმერთო, მგონი ისევ შენთან ვარ, მაგრამ რატომ ცხელა აქ ასე? რატომ მტკივა სხეულის ყველა უჯრედი? ან რატომ ძვრება ჩემს ორგანიზმს სხვადასხვა ნაწილები? ნაღმი! ღმერთო, ნუთუ მართლა ნაღმზე ვიწექი? ასეთები ხართ თქვენ, არ შეარგებთ ადამიანს სიხარულს! ჯანდაბა! მე ავფეთქდი! ზუსტად ერთი წუთის წინ ამაყი საზღვაო ქვეითი, კაპრალი უილიამსი ვიყავი, ახლა კი მტვრის, ლითონის ნამსხვრევების და დაკეპილი ხორცის პატარა გროვა ვარ... ღმერთო, ნეტა იგივეს გრძნობდა ის თალიბი მებრძოლიც? ჯანდაბას!
                                                                            xxx

-ორი დაღუპული და ერთი დაჭრილი. გვარები უილიამსი და მაკ’ო’დონელი
- დაჭრილის გვარი?
- ფიშერი, Dედი ფიშერი
-როგორია მისი მდგომარეობა?
-სტაბილურად მძიმე სერ. ფეხი დაკარგა, თუმცა მგონი მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- სამწუხარო ფაქტია. თუმცა არავინ ვიცით როდის დავიღუპებით, ჩვენი პროფესია ომია, ომი სერჟანტო როდრიგეს. აქ ამისთვის ვართ, რაიცი, იქნებ ხვალ თქვენ ან მე ზუსტად იგივე ბედი გავიზიაროთ. ჩვენ ხომ აქ მშვიდობის დასამყარებლად ვართ...
- გეთანხმებით სერ...

                                                                        xxx

2009 წლის 15 თებერვალს კიევის “ავღანელთა კლუბი” ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის დასასრულს და ქვეყნიდან ჯარების გამოყვანის 20 წლისთავს აღნიშნავდა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს ამ თარიღს ულოცავდნენ და იმ ბძოლებს იხსენებდნენ რომელიც ერთად გადაიტანეს ავღანეთში. ყოველი შეკრება ტრადიციულად რესტორანში მთავრდებოდა.
“სარატოველი კოლია სოკოლოვი გახსოვს? შარშან დაიღუპა საწყალი.” - უთხრა კარგად შეზარხოშებულმა პოლკოვნიკმა გერასიმენკომ ძველ თანამებრძოლ ვიტალი კუჩმას. “რა დამავიწყებს” – ღიმილით უპასუხა კუჩმამ. “ერთხელ ყანდაღარში, ხეობაში მივდიოდით, უცებ გორაკიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. კოლიამ და დავითმა გახსნეს საპასუხო ცეცხლი, გახსოვს დავითი? აი მაგათ იყოჩაღეს. გვეგონა “დუშმანები” ბლომად იყვნენ, ბე-ემ-პე-ების უკან ჩავიმალეთ. ჩხარტიშვილმა ავიაცია გამოიძახა, სიმაღლე ხუთ წუთში “კრაკადილებმა” დაამუშავეს. რომ ავედით მხოლოდ ორი კაცი დაგვხვდა, ერთი მკვდარი იყო, მეორე სისხლისგან იცლებოდა. წყალი  დავალევიეთ, ორი სიტყვა თქვა; ჰამიდ და ალლაჰ. პირველი ვერ გავიგეთ რას ნიშნავდა, მგონი ვიღაცის სახელი უნდა იყოს... შენადა, როგორ დაიღუპა სოკოლოვი?”
- შარშან ჩამოაგდეს საქართველოში, ეგ ბოლოს მოზდოკში იყო, სუ 24-ის პილოტად მსახურობდა.

კუჩმას გაეღიმა
   -რატომ გაიღიმე? ჰკითხა გერასიმენკომ.
   - სოკოლოვი ჩვენივე თანამებრძოლის, დათო ჩხარტიშვილის ბიჭებმა   ჩამოაგდეს, ჩხარტიშვილი დღემდე საქართველოს შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ-ერთ დანაყოფს ხელმძღვანელობს. აჯობა თანამებრძოლს. ცხოვრება ასეა ჩემო პოლკოვნიკო, დღეს შეიძლება ძმები ვიყოთ, ხვალ კი ერთმანეთს იარაღი მივუშვიროთ. ყველაფერი პოლიტიკოსების ნება-სურვილზეა დამოკიდებული. არ ვიცით ვინ როდის დავიღუპებით, ჩვენი პროფესია ომია, სისხლიანი და გრანიტის გულიანი ომი ბატონო პოლკოვნიკო.

Sunday, October 9, 2011

ქართველები რომ 50 მილიონი ვიყოთ

დიდი ხანია ბლოგზე ახალი არაფერი დამიწერია, ალბათ კიდე კარგა ხანს არ დავწერ, სამაგიეროდ ჩვენი თანაფორუმელის  Manowarrior-ის ერთ-ერთ პოსტს გადავაწყდი რომელიც ლეგენდად იქცა და მისივე ნებართვით (თუმცა ნებართვა არ მითხოვია) დავპოსტავ ჩემს ბლოგზე. იმედია მოგეწონებათ :)



ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, „ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს. აი თავი ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს.
ათვალიერებს ამ სურათებს და ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან შორს მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოსაა. თითქმის ყველა ჩილურ ოჯახშია ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაცივრები, მტვერსასრუტები, ჭურჭლისა და თეთრეულის სარეცხი მანქანები. სულ ადვილია მათი გარჩევა გერმანული წარმოების პროდუქციისგან. ქართული ტექნიკა მხოლოდ ქალის ხელს აღიარებს….მხოლოდ მანდილოსნის ხელის შეხების შემდეგ იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა ! სახლის დალაგება და მოწესრიგება ხომ მხოლოდ ქალის საქმეა ! ეს კარგად იცის ყველა ქართველმა. ქართული მაღალგანვითარებული ტექნიკაც, რომლის ხელოვნური ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური რუსის ინტელექტის დონეს აღწევს და შიგადაშიგ უსწრებს კიდეც, მწარმოებელს ბაძავს და გენდერულ ბალანსს არ არღვევს. ხშირად გაიგონებთ მაცივრის მიერ მამაკაცური მჭახე ხმით წარმოთქმულ სიტყვებს: „ დალპა ქალო ძეხვი იყიდე რამე ახალი“, ან სარეცხი მანქანის ბრძანებას „ქალო „ნასკი“ გარეცხე !“ აი ახლაც დედიკომ ყური უგდო მტვერსასრუტის მოკრძალებულ თხოვნას, სანამ სახლი ინდიანა ჯონსის საყვარელ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა რამე ეღონა და საქმეს შეუდგა. უმბერტო გახარებული ათვალიერებს ფერად წიგნს, ცალი თვალით კი ქართული ფირმის, „“პიზდეც“ ტელევიზორი“ – ს მიერ გამოშვებულ LCD ტელევიზორში უყურებს მუსიკალურ შემეცნებით გადაცემას „რუსებს რააააააა ?!“ . უყურებს თუ როგორ უმღერიან ულამაზესი ქართველი ბავშვები Lady gaga – ს სიმღერას „შენ მოუკვტი შენს პატრონს“. წამყვანი აცხადებს რომ რიგშია სპეციალურად ალა პუგაჩოვასათვის შექმნილი ნაწარმოები „დაივარცხნე ქალო თმები !“, რომელსაც თავის მხრივ აწ განსვენებული მედვედევისა და პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერა „ორად ორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ მოჰყვება.
ტელევიზია „კუკურუკუ TV“ ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლისტური ხასიათის მქონე მედიაგიგანტად იქცა და მთელს მსოფლიოს გულმოდგინედ უტარებს გამოკუკუების სეანსებს. ზემოთ ნახსენები გადაცემის გარდა მის ეთერში გადის ისეთი რეიტინგული პროგრამები როგორებიცაა „ტიტანთა ბრძოლა: ქართველი პიდარასტები მმკ-ს წინააღმდეგ“, „ჯამლეტ ხუხაშვილის საავტორო გადაცემა „მადლობა შერმადინს“, „ჩარლზ დარვინის კვალდაკვალ ანუ ჩარლი ეხლა უკვე ატრაკებ“ და ყველა დროის საუკეთესო ინტერაქტიულ შოუდ აღიარებული, ქართველი ოპრა უინფრის ტელეპროექტი „პროფილში დიდი ცხვირი ხომ არ მიჩანს?“, რომელზეც უკვე არათუ ქართველი, არამედ ჩილელი ერიც კი ცრემლებს აღვარღვარებს. მაგრამ უმბერტოს ყველაზე მეტად უყვარს ქურდული სამყაროსადმი მიძღვნილი შოუ „რა ტოოოო? საააააად ტოოოო ? როდის ტოოოოო?“. ისეთი სამხედრო პროგრამები კი როგორებიცაა „აი ეხლა ვიღაცას დაენძრა !„ და მილიტარისტული, ფეშენ არტ-შოუ „მოდა და ქართული ატომური ბომბები“, უმბერტოში,პატარა პინოჩეტს აღვიძებენ და გენოციდის მოწყობის სურვილს უღვივებენ……
აი ახლაც მოუთმენლად ელოდება საინფორმაციო გამოშვება „მომისმინე შეჩემას“ დაწყებას რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტად სამართლიან და ობიექტურ ჭრილში….ქართულ ჭრილში, აშუქებს მთელი მსოფლიოს კულტურულ,პოლიტიკურ და სპორტულ ამბებს….უმბერტომ წიგნი დახურა და თაროზე ნობელის ლაურეატ ერეკლე დეისაძის რომან „ პრემია დაიდოს ბიჭო !!!! “ – ს გვერდით მიუჩინა ადგილი. ტახტზე მოკალათდა და „მომისმინე შეჩემას“ საუნდტრეკის ტკბილ ჰანგებს მიუგდო ყური….
წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:
დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.
აშშ – ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ – ს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას: „შარცენეგერის კალიფორნიისა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.
შვეიცარიაში არეულობაა: თურქი – მესხების ჩასახლებით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჟენევის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
საქართველოს მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.
სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს. დაშრობა ლაპარაკის ნაცვლად ! „
ეკონომიკა:
მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“
ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის ხიდის მშენებლობა დამთავრებულია, ამიერიდან ბათუმელებს პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბულგარულ პროვინციებს. შეგახსენებთ, ეს პროვინციები საქართველოს მაშინ გადაეცა, როდესაც პრეზიდენტის შვილმა სურვილი გამოთქვა შავი ზღვა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ყოფილიყო.
რელიგია:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის 50 წლის აღსანიშნავად, საქართველოს საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში გადაბარგების პროცესი დასრულდა. აია – სოფიაში ჩატარებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პირები დაესწრნენ.
ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულიწმიდა ძისგან აღარ გამოდის და ბოდიშს იხდიან ასწლეულების მანძილზე ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის.
პაკისტანის მთავრობამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ყოველი ახალი აშენებული ეკლესიის წინ სავალდებულო „ნებაყოფლობითი შესაწირავისთვის“ განკუთვნილი ყუთები აღარ დადგან,რადგან ქართველთა რისხვით შეშინებული პაკისტანელები გადაჭარბებით ასრულებენ ამ თხოვნას და მთელს ხელფასთან ერთად, ყუთებში თხების ჩატენვასაც ცდილობენ რამაც ქვეყანაში თხების პოპულაციის შემცირება გამოიწვია.
დალაი – ლამა მამა დავით ისაკაძესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წუღრუღაშენის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ბუდისტური ტანსაცმელი საჯაროდ დაწვა.
სამხედრო სფერო:
საქართველოს პრეზიდენტმა მარსთან ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდოები გადასცა. ვეტერანების რეიტინგში ჯონი ღობეგლეჯიაშვილი ლიდერობს რომელმაც ბონუსები,მარსიანელების „Headshot” -ებით ხოცვით, დააგროვა. როგორც საამაყო ქართველმა განაცხადა ბავშვობაში “counter strike: zero” – ს თამაშისას იგი ყოველთვის „მენტებს“ ირჩევდა.
მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა
ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.
ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო – ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.
საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. შეგახსენებთ ქართველმა მეზღვაურებმა სომალის ნახევარკუნძული მთლიანად მოხერხეს და ანტარქტიდამდე ჩააცურეს. პირატები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.
ამ ნიუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რადგან წინასწარი ინფორმაციით ქართველმა დიზაინერებმა ოდესღაც დუბაიში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისთვის კონკურენციის გაწევა განიზრახეს. მათ მიერ შექმნილ კუნძულოვან ფიგურას კი სწორედ ჩექმა აკლია. ხერხვის მოყვარული ქართველებისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.
კულტურა:
მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა გამოცემა „თბილისელებმა“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების 87-ეული დაასახელა სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ქართველები მოხვდნენ. რეიტინგს სათავეში მოექცა მამუკა ონაშვილი რომელმაც იან ფლემინგის ცნობილი პერსონაჟი ჯეიმს ბონდი განასახიერა. შეგახსენებთ რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეიმსი საქართველოში საიდუმლო დავალებით ჩამოდის რომლის შესრულების პროცესშიც აღმოაჩენს რომ ის მეგრელია და მისი სახელი არა ჯეიმს ბონდი არამედ ბონდო ჯოტოს ძე ქარდავაა.
იაპონელები კუნძულ ხოკაიდოს ქართული ოკუპაციიის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ : „ის რომ იაპონელმა მულტიპლიკატორებმა „გრენდაიზერის“ ახალი სერიების შექმნაზე უარი განაცხადეს ქართველებს სულაც არ აძლევთ უფლებას ქვეყნის მიწა წაგვართვან ისედაც ცოტა გვაქვს მაგის დედაც ჯეკ“ . ამაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ლელა კაკულიამ განაცხადა: „ ჩვენ სავსებით ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ მათ როცა ვუთხარით: ან გადაიღებთ ან დედას მ…….თ. მათ ეტყობა თავიანთი დედები არ უყვართ“
საღოლაშენში გამართულ მოდების კვირეულზე გამოსული ჟიზელ ბიუნდჰენმა განაცხადა რომ მისი ოცნება ახდა როგორც იქნა ის ყველაზე პრესტიჟულ დეფილეზე მოხვდა. მანვე გაგვაცნო მისი ახალი ქართველი საქმრო ვინმე გოჩა რომელმაც ბიკინიში გამოწყობილ ჟიზელს უკანალზე ისეთი უჩქმიტა შემდეგ კი პანღური უთავაზა რომ ჟიზელმა ჩვენებაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სანდო წყაროებმა ჟიზელის სიტყვები გაავრცელეს : „კაცია და უნდა მოუვუთმინო. მირტყამს ესეიგი ვუყვარვარ“
ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მტკიცებით, პრინცი ვილიამი კორონაციაზე ჩოხით მივა და ბლანჟესაც გაიპარსავს. რა ქალი ხო არაა ბლიად ?
ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.
გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.
სპორტი:
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი თედო ზიბზიბაძე დაინიშნა მიუხედავად ამ ორი ქვეყნის სარაგბო წრეების ასე დაახლოებისა ქართველები ე.წ. „ერთი ერის“ – ტურნირში სხვა ქვეყნების მიღებაზე უარს აცხადებენ და მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს აგრძელებენ.
დღეს ზაზა ფაჩულიას სურათი პომპეზურად შეიტანეს „დიდების დარბაზში“. ცერემონიას თავად ამერიკის პრეზიდენტი ესწრებოდა რომელსაც მოახლებულ არჩევნებში საოცრად ჭირდება ზაზას მხარდამჭერთა ხმები….
ის იყო უბერებელი უდუმაშვილისა და რივკინის კლონის დუეტი პირდაპირი ეთერის დასრულებას აპირებდა რომ ელექტროენერგია გაითიშა….შეშინებული უმბერტო ფანჯარას მივარდა….სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა…..რა ხდება ?….ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე რაღაც მოძრაობს…. მფრინავი თეფში !!!!! აი მეორეც, მესამეც, მეოთხეც…..პატარა უმბერტოს ტვინი ოთხბირთვიანი პროცესორივით ამუშავდა და მიმდინარე მოვლენებისადმი ლოგიკური ახსნის მოძებნას ცდილობდა….მარსი გვიტევს ? ისევ ? არა, არა. კარგად ახსოვდა რომ ქართველებმა დოქტრინა : „დავიბრუნოთ ისტორიული მიწები : შემდეგი გაჩერება მარსი“ სისრულეში მოიყვანეს და მარსის ბოლო მოქალაქეს სულ რაღაც 4 წლის წინ საჯაროდ გამოუყვანეს წირვა…..მაშინ რა ხდება ??? უცებ უმბერტოს მეხსიერებაში წამოტივტივდა მამამისის კაბინეტში ჩუმად ნანახი საიდუმლო დოკუმენტები…. ადელმო ელ მოლინერო ჩილეს უშიშროების სააგენტოში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე და როგორც მას მისი ერთ ერთი რეზიდენტი ატყობინებდა : „ ქართველებმა მარსიანელებთან მოგებული ომიდან დიადი განძი და ნაალაფარი წამოიღეს….კერძოდ კი მფრინავი თეფშები (რომელთა გამოყენებაც საწყალმა უცხოპლანეტელბმა ვერ მოასწრეს რადგან ქართველი გენეტიკოსების მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის კლონის ხელმძღვანელობით ქართული არმია მოულოდნელად დაესხათ თავს და აოტნა ისინი შემდეგ ვენერამდე სდია და ცოცხალი არავინ დატოვა) იყო ვარაუდები რომ ქართველები ამ იარაღს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებდბენ…. და აი ახლა ახდა ჩილელი ჯაშუშის შიში….. ქართული მფრინავი თეფშები დამოუკიდებელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს თავს დასტრიალებენ და…. არავინც იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი…. დამთავრდება კი ოდესმე ??? ქართველთა მადას ხომ საზღვარი არ აქვს განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი 50 მილიონი არიან. უმბერტო შეცბუნებული უყურებს ჩაბნელებულ ქალაქს. თავში კი სრულიად გიჟური ფიქრები უტრიალებს….რა მოხდებოდა ქართველები მხოლოდ 5 მილიონი რომ ყოფილიყვნენ ?????.


Monday, July 18, 2011

სამშობლო

გამოგივლია მრავალგზის სევდა და ტანჯვა მკვდრიანი,
ღალატი, გაუტანლობა, ბედის უკუღმად ტრიალი.
ბევრი გიკვებავს ძუძუთი - ვაჟკაცი ჭკუაფხიანი
ხვადის სწორი ძუ უბიწო, კბილებ-წარბ-თვალბროლიანი.
დრო-ჟამის უთავბოლობამ ვაი რომ ხელი დაგრია,
შენს ირგვლივ შემოიკრიბა მტერი უგულო, ავყია.
ერთურთის კბენა-ღრენაი, ვაი რომ მათთვის კარგია
ტყუილუბრალოდ ყვირილმა გულ-მკერდში გადაგვანგრია.
გონს მაშინ მოდის ქართველი როს ძაან გაუჭირდება,
ხვდება, რომ მაშინ იმარჯვებს როცა გულს გული სჭირდება.
მაშინ გუგუნებს მის სულში ძველი მხედრული დიდება
როცა ფიქრობს რომ მამული, არს მისი ავლადიდება.
ჩემი სამშობლოს მიწაო, შენთვის გავწირავ თავსაო
შენთვის შავებრძვი შავ ურჩხულს, არ მავიხმარებ სხვასაო,
მუხლებზე დავცემ შენს მტარვალს, გულზედ დავადებ ქვასაო
ქრისტე ღმერთისა შეწევნით მკერდით გავაპობ ზღვასაო!
სანამ ერთიც კი ფეხზეა, შენ არ დარჩები ობლადა,
ჩვენ კიდევ უთვალავნი ვართ, გავიხვათქებით ოფლადა.
გულს გჩუქნი ჩემო დედაო, მე შენ გიდგები მონადა
ვინც გიღალატოს სამშობლოვ, დედამც შაერთოს ცოლადა!



დღე წითელი პარასკევისა. ქრისტეს შობიდან ორიათას რვა წელი

გ.წეროძე



Tuesday, July 5, 2011

ჩემი ნენეი საქართველოა - დიალოგი ჩემს მუჰაჯირ ძმასთან



შავშეთი, ისტორიული საქართველო... გზისგან დაღლილი მანქანას ვაჩერებ, მწყურია. გადმოვდივარ და ქუჩაში ვჩერდები. მაღაზიებს ვათვალიერებ. სად შევიდეთ, ვკითხე ჩემს მეგობარს. "გურჯები ხართ? აქეთ მოით" - მესმის მშობლიურ, ქართულ ენაზე. მაღაზიის გამყიდველი გვიღიმის - "მე გიძახით ჭოვ, ქართველი ვართ, რამ შეგაშინათ" - მივხვდით რომ მუჰაჯირი იყო, ქართველი. მაღაზიაში შევედით, გავიცანით.  იქაური ქართველების ამბავი გამოვკითხეთ.

"აქით 21 სოფელია ქართული, ჩვენ გურჯები ერთმანეთში ვმეგობრობთ, ერთმანეთის ქალები მოგვყავს ცოლად, ჩვენ ერთი ვართ. დღეს საქართველოიდან იყნენ მოსულები, ჩვენს მანასტერში ვიყავთ ასული, მეც წავყევი. მოვლა გვინდა მანასტრის თლათ რომ არ დეინგრეს. ბოლო ხანობას ჩვენებურები ხშირად დადიან აქეთ და მაი კაია, ჩვენც გვიხარია ჩვენიანების დანახვა" -  გვეუბნება ახლადგაცნობილი მეგობარი.

ვეღარ გავძელი, ცოტაც და ცრემლს ვეღარ შევიკავებდი. ბიჭები დავტოვე, გარეთ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. კიბეზე ჩამოვჯექი და ხელი ჩამოვდე... მერქანი მეუხეშა, შევხედე და ვაზი იყო, ჩვენებური ვენახი. იქაც გაახარეს ამ მადლიანებმა. ვაზი სახლს მიუყვებოდა და ფანჯრებს გარს ეხვეოდა. "მაქაც გურჯები ცხოვრობენ ძმავ" -მითხრა და გამიღიმა. ავდექი, ალბათ ასეთი ამაყი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! არასდროს!!!

წყალი ავიღეთ მაგრამ ფული არ გამოგვართვა - "მე რამდენიმე წელი საქართველოში ვიცხოვრე, იქაურს ვჭამდი და იქაურს ვსვამდი, რომ გეიგებდენ ჰაიდან ვიყავ და ვინ ვიყავ ძმას მიძახდენ, თავზე მეფერებოდნენ და გულში მიხუტებდენ. ფულს არ მართმევდენ რამეში, მე ძმაი ასე მექცეოდა და მე ახლა რომ ფული აგართვათ არ ვიქნები კაი გურჯი, ძმაი ყოველთვინ ძმაია, გინდა გურჯისტანში და გინდა სხვაგან. აიღეთ წყალი და ფული აღარ მომცეთ თვარამ მეწყინება."

წამოსვლის დრო იყო, ვაგვიანებდით. წამოსვლამდე კიდევ გამოვკითხეთ რაღაცაები, კითხვაზე როგორ ცხოვრობენ თურქეთში ქართველები ასე მიპასუხა. " ძმა, ახლა ქვია ამას თურქეთი, თორემ გურჯისტანი იყო, ჩვენი საქართველო, მე არ ვარ თურქი, მე გურჯი ვარ, მოჰაჯირი, რუსების გადასახლებული ვარ აქ, ათაიდან ბაბაიდან მძულს რუსი, რაცხა მაგენმა ჩვენ გვიქნენ მაგის დავიწყება არ იქნება! კი მაქ ამგენის პასპორტი მარა არ ვარ თურქი, მე გურჯად მოვკდები! ჩემი ნენეი საქართველოა! "

შემრცხვა, ძალიან შემრცხვა. შემრცხვა და მეტკინა მთელი ორგანიზმი. ჩავეხუტე, მადლობა გადავუხადე წყლისთვის, ძმობისთვის და ქართველობისთვის. ჩავჯექით მანქანაში და წამოვედით. საზღვრამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია. საბაჟოზე გამოსულმა უკან მივიხედე და მივხვდი რომ ეს არ არის საზღვარი, საზღვარი იქაა, ტაოში, შავშეთში, იქ სადაც ჩემი ძმები, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გამუჰაჯირებული ქართველები ცხოვრობენ! ცხოვრობენ და არ კარგავენ ქართველობას, ენას და ჩვენი სიძლიერის, უკვდავების სიმბოლოს ვაზს! ხმლით დაცულ და სისხლით მორწყულ  ვაზს!