Monday, July 18, 2011

სამშობლო

გამოგივლია მრავალგზის სევდა და ტანჯვა მკვდრიანი,
ღალატი, გაუტანლობა, ბედის უკუღმად ტრიალი.
ბევრი გიკვებავს ძუძუთი - ვაჟკაცი ჭკუაფხიანი
ხვადის სწორი ძუ უბიწო, კბილებ-წარბ-თვალბროლიანი.
დრო-ჟამის უთავბოლობამ ვაი რომ ხელი დაგრია,
შენს ირგვლივ შემოიკრიბა მტერი უგულო, ავყია.
ერთურთის კბენა-ღრენაი, ვაი რომ მათთვის კარგია
ტყუილუბრალოდ ყვირილმა გულ-მკერდში გადაგვანგრია.
გონს მაშინ მოდის ქართველი როს ძაან გაუჭირდება,
ხვდება, რომ მაშინ იმარჯვებს როცა გულს გული სჭირდება.
მაშინ გუგუნებს მის სულში ძველი მხედრული დიდება
როცა ფიქრობს რომ მამული, არს მისი ავლადიდება.
ჩემი სამშობლოს მიწაო, შენთვის გავწირავ თავსაო
შენთვის შავებრძვი შავ ურჩხულს, არ მავიხმარებ სხვასაო,
მუხლებზე დავცემ შენს მტარვალს, გულზედ დავადებ ქვასაო
ქრისტე ღმერთისა შეწევნით მკერდით გავაპობ ზღვასაო!
სანამ ერთიც კი ფეხზეა, შენ არ დარჩები ობლადა,
ჩვენ კიდევ უთვალავნი ვართ, გავიხვათქებით ოფლადა.
გულს გჩუქნი ჩემო დედაო, მე შენ გიდგები მონადა
ვინც გიღალატოს სამშობლოვ, დედამც შაერთოს ცოლადა!



დღე წითელი პარასკევისა. ქრისტეს შობიდან ორიათას რვა წელი

გ.წეროძე



2 comments:

  1. მომწონს.. თუმცა

    "ჩვენ კიდევ უთვალავნი ვართ, გავიხვათქებით ოფლადა." – ეს ნამეტანი ხმამაღალადაა დაწერილი და არ მითხრა ეხლა ეგ არაფერი ხმადაბლა წავიკითხავო :)))

    ReplyDelete