Tuesday, April 24, 2012

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონის ჯარისკაცი, სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით ხუჯაძე თვითნაკეთ ნაღმზე, ე.წ. IED- ზე აფეთქების შედეგად მიყენებულმა ჭრილობებმა იმსხვერპლა. სერჟანტი ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს მიღებული აქვს მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". ის 1976 წლის 19 აგვისტოს იყო დაბადებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტი ხუჯაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია განმარტებული დაღუპული მებრძოლის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. 


No comments:

Post a Comment