22 იანვარს დღის 14-დან 15 საათამდე, სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ამ დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი გორის რაიონის სოფელ შინდისში იმყოფებოდა, რომელიც ცხინვალიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ სროლის ხმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თითქმის ყოველდღე ისმის. სავარაუდოდ გასროლა 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან ხორციელდებოდა, რომელსაც მოქვიანებით მსხილკალიბრიანი ავტომატური ქვემეხების ხმაც დაერთო. სავარაუდოდ სროლის ხმა სოფელი ხეთაგუროვოდან ან სოფელი ხეითიდან მოდიოდა. ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ სწორედ ამ ტერიტორიებზე აქვთ მოწყობილი პოლიგონები რუს ოკუპანტებს და ოს სეპარატისტებს. ადგილობრივებისვე თქმით დეფაქტო "საზღვრის" პერიმეტრზე ხშირად პატრულირებენ საფრენი აპარატები. შვეულმფრენები აქ ყოველ დილას და საღამოს დაფრინავენ, კვირაში რამდენჯერმე ისმის არტილერიის ხმაც, ალბათ ჰაუბიცების დახმარებით იმ ადგილებში, სადაც ზვავსაშიშროებაა თოვლის საფარს "ფერთხავენ". ამას წინათ რუსების ასეული ზვავში მოყოლილა, ზუსტად ა. ვიცით, მგონი მსხვერპლიც იყო - სოფელი შინდისის მცხოვრებლები.
Wednesday, January 23, 2013
Saturday, January 19, 2013
ცხელი აფრიკა - ოპერაცია "საჰარა"
რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მალის სამთავრობო ძალებმა, ფრანგი სამხედროების დახმარებით, სტრატეგიული ქალაქი კონა დაიკავეს. სამხედრო ოპერაციას მხარს ბრიტანეთი და კანადა უჭერდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ოფიციალური პარიზი ვერ იქნება ტოლერანტული ტერორიზმის მიმართ. ამიტომ მალიში ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები კვლავ გაგრძელდება.
ამასთან გაეროს დევნილთა სააგენტო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონა, მომდევნო თვეებში, შესაძლოა 700 ათასამდე ადგილობრივმა დატოვოს. ამ დროისთვის, დევნილთა რაოდენობა 229 ათასს შეადგენს. ეგვიპტეში კი ისლამისტების ანტი-ფრანგული აქცია გაიმართა. ასობით მომიტინგე კაიროში საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბა. ისინი მალის კონფლიქტში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციას ალ-ქაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ძმა მოჰამედ ალ-ზავაჰირიც შეუერთდა და მუსულმანებს მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა. არეულობის თავიდან აცილების მიზნით საელჩოს შენობას პოლიცია და სპეც-დანიშნულების ძალები იცავს.
ალჟირში კი სამხედროებმა ალ-ქაიდას ექსტრემისტული დაჯგუფების სამი ლიდერი გაანადგურეს. მოკლულთა შორის ერთ-ერთი მავრიტანული წარმოშობის, მეორე კი ალჟირელი იყო. მესამე ტერორისტის ვინაუბა უცნობია.
დაჯგუფება ,,სისხლით ხელმოწერილი”-ს წევრები ნავთობკომპანია ,,ბრითიშ პეტროლიუმის” ტერმინალს ორშაბათს დაესხნენ თავს და მძევლად უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები აიყვანეს. ისინი მალიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვდნენ. გუშინ ტყვეობიდან 650 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა. თუმცა ათობით ადამიანი დაიღუპა. ტელეარხი ,,ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ტერორისტებს მძევლად არა უმცირეს 30 ადამიანი ჰყავთ დატოვებული. ალჟირში ტერორიზმის გამოვლინება დაგმეს შეერთებლი შტატების სახელმწიფო მდივანმა და მისმა იაპონელმა კოლეგამ. ჰილარი კლინტონის თქმით, მძევლების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოება ყველანაირ ზომებს მიმართავს.
ამასთან გაეროს დევნილთა სააგენტო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონა, მომდევნო თვეებში, შესაძლოა 700 ათასამდე ადგილობრივმა დატოვოს. ამ დროისთვის, დევნილთა რაოდენობა 229 ათასს შეადგენს. ეგვიპტეში კი ისლამისტების ანტი-ფრანგული აქცია გაიმართა. ასობით მომიტინგე კაიროში საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბა. ისინი მალის კონფლიქტში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციას ალ-ქაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ძმა მოჰამედ ალ-ზავაჰირიც შეუერთდა და მუსულმანებს მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა. არეულობის თავიდან აცილების მიზნით საელჩოს შენობას პოლიცია და სპეც-დანიშნულების ძალები იცავს.
ალჟირში კი სამხედროებმა ალ-ქაიდას ექსტრემისტული დაჯგუფების სამი ლიდერი გაანადგურეს. მოკლულთა შორის ერთ-ერთი მავრიტანული წარმოშობის, მეორე კი ალჟირელი იყო. მესამე ტერორისტის ვინაუბა უცნობია.
დაჯგუფება ,,სისხლით ხელმოწერილი”-ს წევრები ნავთობკომპანია ,,ბრითიშ პეტროლიუმის” ტერმინალს ორშაბათს დაესხნენ თავს და მძევლად უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები აიყვანეს. ისინი მალიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვდნენ. გუშინ ტყვეობიდან 650 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა. თუმცა ათობით ადამიანი დაიღუპა. ტელეარხი ,,ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ტერორისტებს მძევლად არა უმცირეს 30 ადამიანი ჰყავთ დატოვებული. ალჟირში ტერორიზმის გამოვლინება დაგმეს შეერთებლი შტატების სახელმწიფო მდივანმა და მისმა იაპონელმა კოლეგამ. ჰილარი კლინტონის თქმით, მძევლების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოება ყველანაირ ზომებს მიმართავს.
Tuesday, January 15, 2013
საფრანგეთი მალიში სამხედრო ოპერაციას იწყებს
გაერო მხარს უჭერს მალიში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას. მალის ჩრდილოეთ ნაწილზე ისლამისტურმა დაჯგუფებებმა კონტროლი გასული წლის მარტში მოიპოვეს.
შედეგად სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყო. ოფიციალურმა პარიზმა, მალის ხელისუფლების თხოვნით, გუშინ ავია იერიში მიიტანა ალ-ქაიდას მოკავშირე აფრიკული ტერორისტული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
მანამდე კი ფრანგულმა არმიამ დედაქალაქ ბამაკოში სპეციალური დანიშნულების ძალები და და უცხოური ლეგიონის ქვედანაყოფები გადასხა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსის განცხადებით, მალიში სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, თუმცა კონფლიქტის ზონაში მშვიდობის ერთადერთი გარანტის როლს საკუთარ თავზე არ აიღებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მალის თანამშრომლობის ხელი გაუწოდა ალჟირმაც. ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგი ჯარისკაცების სამხედრო თვითმფრინავით ტრანსპორტირებას დროებით კანადა უზრუნველყოფს.
Monday, January 7, 2013
როდესაც უკან საქართველოა
კავკასიონის ცის კაბადონი
ეს შენი სახლი, შენი მდელოა
ლაღად ჩახედე სიკვდილს თვალებში
როდესაც უკან საქართველოა!
უთანასწორო ბრძოლისა შვილებს
სიმღერა გვესმის - ჩვენი რეროა
გასატანია ბურთი სხვა მხარეს,
როდესაც უკან საქართველოა!
როცა ამაყად გადაკვეთ მტრის ხაზს
ჩათვლას დაუდებ, იტყვით ლელოა!
არ დაუღუნო არავის თავი
როდესაც უკან საქართველოა!
ნუ შეეჩვევი მონობის უღელს
ირბინე ლაღად, შენი მდელოა!
იყავი შენივე ქვეყნისა ფარი
როდესაც უკან საქართველოა!
Thursday, November 22, 2012
ნაგორავები - ბრძოლა ხევის გადასარჩენად
ზღვის დონიდან
2200 მეტრზე ყველაფერი მართლა უჩვეულოა. ჯერ აღმართია. ასვლა რთულია, თუმცა სასიამოვნო.
მთელი 7 კმ ფეხით, არაჩვეულებრივ ბუნებაში სადაც ერთმანეთს წიწვოვანი ტყის და ალპური
ზონის სურნელი ერთვის. მოკლედ გერგეტი მოვილოცეთ, მყინვარწვერიდან მონაბერი ქარიც ჩავყლაპეთ
და თავქვე დავეშვით. თავი ჩემი სამოგზაურო ისტორიებით რომ არ შეგაწყინოთ პირდაპირ ჩვენი
სტატიის ძირითად თემაზე გადავალ.
სოფელი გერგეტიდან სამხრეთ-დასავლეთით ერთი
პატარა ხეობა შედის, სადაც გორაკზე აღმართული ციხე ჩანს. იქ ჩასული ტურისტებისთვის
მთავარი ღირსშესანიშნაობა გერგეტის სამებაა, ამიტომაც ციხეს რატომღაც ყველა ნაკლებ
ყურადღებას აქცევს. მთელი დღე მინდოდა ვინმესთვის მეკითხა რა ფუნქცია ჰქონდა ამ კოშკს
და ბოლოს გამიმართლა. სამებიდან დაშვებულებს სოფლის ნაპირთან მოხუცი შეგხვდა. მივესალმეთ
გამოვეცნაურეთ. ქისტაური იყო, სახელად ჯუმბერი. ჰოდა ვინ სხვა, თუარა 75 წელს გადაშორებული მახევე მეტყოდა კოშკის ამბავს.
ამბავი კი ნამდვილად ღირდა იქ მოცდათ და მოსმენად. მეტიც, ჩვენ შეიძლება ამ კოშკის
ამბავს თამამად ვუწოდოთ ამ ხეობაში ჩატარებული ჩვენივე ენაზე რომ ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული სპეცოპერაცია.
მათი უზნეობით
შეწუხებულმა გერგეტელებმა ხევის თემი შეკრიბეს. ხევისბერის და უხუცესების გადაწყვეტილება
შეუვალი და ურყევი იყო, მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოეშორებინათ თავიდან მტრად ქცეული
მეზობლები, თუმცა დასაფიქრებელი იყო ერთი ფაქტორი,
თათრები გერგეტელებს რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ და არც იარაღის ნაკლებობას უჩიოდნენ.
სწორედ აქ იჩინა თავი ხევისბერების სიბრძნემ. უხუცესებს არ უნდოდათ კონფლიქტის უმიზეზოდ
დაწყება, ამიტომაც უნდა დაეცადათ, სანამ საბაბი იქნებოდა.
გერგეტელები მარიამობის
დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მოხევეები დიდიან-პატარიანად გერგეტის სამებაზე მოილოცავდნენ,
სადაც წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ დოღი იმართებოდა. სწორედ აქ უნდა დაწყებულიყო
შეტევის ერთი ნაწილი. მანამდე კი მოხევეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. პირველი ჯგუფი სხვებისგან
მალულად სოფელში დარჩა. ამ ჯგუფის ფუნქცია გორაკზე მდებარე თათრების ციხის აღება იყო,
მეორე ჯგუფი კი შეტევას მთაზე იწყებდა. სოფელში დარჩენილი მოხევეების ძირითადადი იარაღი ხმლები და მშვილ-ისარი იყო. შეტევას
სწორედ ისინი იწყებდნენ. მთაზე ბრძოლა ციხის აღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, რათა
თათრებს უკან დახევის დროს გამაგრება ვერ მოეხერხებინათ. ციხის აღების ამბავს კი ტაძართან
ასულებს მსტოვრები შეატყობინებდნენ.
პირველმა ჯგუფმა
ციხეზე შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც მთაზე თათრებმა და გერგეტელებმა დოღი გააჩაღეს.
მახევეებმა თითქმის დაუცველი ციხე რამდენიმე წუთში აიღეს და ციხის თავზე ხევის დროშა
გადმოკიდეს. რამდენიმე მოხევე ციხეშივე გამაგრდა. ციხის გარეთ დარჩენილ თათარს ეს ყოველივე
ხუმრობა ეგონა, ჯერ შეეხვეწა მოხევეებს გაეღოთ მისთვის კარები, შემდეგ კი გაბრაზებულმა
ნაჯახი შესტყორცნა ციხის თავზე გადმომდგარ გერგეტელებს. გერგეტელებმა კი საპასუხოდ
მშვილდ-ისარი სტყორცნეს მომხვდურს და ადგილზე დააკლეს.
ამასობაში მსტოვრებმა
ტაძართან შკრების სოფლელებს და ხევისბერს ციხის აღების შესახებ მოახსენეს. დოღში გამარჯვებულმა თათარმა ერთ-ერთი მოხევის ცოლზე მიაგდო ცხენი, ქალს
ხელი მოხვია და აკოცა. ამ ფაქტის შემდეგ მოხევეებმა ხმლები დააძრეს და თათრებს დაერივნენ.
შეტევის დაწყება იმდენად მოულოდნელად მოხდა ზოგმა თათარმა ხმლის ამოღებაც ვერ მოასწრო.
მათი მხრიდან დანაკარგი დიდი იყო. თათრებმა უკან, ციხისკენ დახევა დაიწყეს.
მოხევეებმა თათრების
დიდი ნაწილი სწორედ უკან დახევისას ამოჟლიტეს. მთის ფერდობზე დაშვებულებს მოხევეები
ზემოდან ადვილად უსწორდებოდნენ. გადარჩენილები სოფელში შევარდნენ და ციხისკენ გაიქცნენ,
თუმცა იქ მისულებს ციხის კარი დაკეტილი დახვდათ. ციხესთან შეგროვილ თათრებს ადგილზე
დარჩენილმა მოხევეებმა მეორე მხრიდან შეუტიეს, კოშკში გამაგრებულებმა კი ზემოდან ისრების
წვიმა დაატეხა თავზე მტერს. ალყაში მოყოლილი დემორალიზებული და გულგახეთქილი თათრები
კოშკის სამხრეთით გაიქცნენ. ერთადერთი გზა ციცაბო მთაზე გადიოდა, რომლის ავლა არათუ
ფეხით, ცხენითაც კი ძნელია. ფერდობზე გაქცეულ თათრებს გერგეტელები ისრებით ცელავდნენ.
გაქცეული ორმოცდაათამდე კაციდან მთაზე ასვლა რამდენიმემ შეძლო. დანარჩენები კი ისრით
დაკოდილები მთიდან ხეობისკენ მოგორავდნენ.
ბრძოლის შემდეგ მახევეები ამ მთას ნაგორავებს უწოდებენ, ასე ქვია მას დღემდე. როგორც ბატონმა ჯუმბერ ქისტაურმა
გვითხრა მოხევეების მახვილს მხოლოდ ექვსი თათარი გადაურჩა. გადარჩენილებს მთის წვერზე,
სათიბში ქვაზე ამოუკაწრავთ - „ბედად თქვენად გერგეტელნო მხოლოდ ექვსიღა დავრჩით“...
ეს ქვა ბატონ ჯუმბერს თავად უნახავს ბავშვობაში, როცა მამას სათიბში დაყვებოდა, თუმცა
როგორც თვითონ გვითხრა წლების შემდეგ ქვა უკვე მიწის ქვეშ მოექცა.
ნაგორავების ციხის
ისტორია ნათლად მიუთითებს ქართველთა ნიჭიერებაზე სამხედრო საქმეში. მცირე ძალებით მტრის
დიდი რაოდენობის განადგურება კი მაგალითია ქართველთა გამჭრიახობისა. მოხევეებმა ერთხელ
და საბოლოოდ შეძლეს ხევიდან მტრის განდევნა პრაქტიკულად უდანაკარგოდ. მათ შეძლეს ოპერაციის
უზუსტესი გათვლა. ბლიცკრიგული სისტემით იმოქმედა პირველმა ჯგუფმა ისე, რომ მტერს შეტევა
ბოლო წუთამდე ხუმრობა ეგონა. ოპერატიულად იმოქმედა მსტოვართა ჯგუფმა, რომლებმას საჭირო
დროს, საჭირო მომენტში შეატყობინა ციხის აღება მეორე შემტევ ჯგუფს, რომელიც სალოცავზე
იყო და ბოლოს ალყა-გათვლა აქაც ზუსტი იყო, მოხევეებმა მტერს ერთადერთი გზა დაუტოვეს,
გზა, სადაც თათრებს უფრო მარტივად გაანადგურებდნენ მშვილდ-ისრით და ხელჩართულ ბრძოლაში
ნაკლებ დანაკარგს მიიღებდნენ თვითონ. ოპერაციის ასე დაგეგმარებას ჩვენს დროში ლამის
რამდენიმე ჯგუფი სჭირდება მისი გეოლოგიური სამსახურით, საჰაერო დავერვით და საცეცხლე
მხარდაჭერით, მოხევეებმა კი მსგავს გამარჯვებას მხოლოდ მშვილდ-ისრებით და მახვილებით
მიაღწიეს, თან ისე, რომ სამჯერ უფრო მრავალრიცხოვანი მტრისგან მხოლოდ ექვსი კაცი გადარჩა.
და ბოლოს, თუ
ვინმე ოდესმე მოხვდებით სტეფანწმინდაში და მოილოცავთ გერგეტის სამებას, უკან დაშვებისას
სოფლის კიდესთან მდგარი ძველი ციხე აუცილებლად ნახეთ. სხვათაშორის ამ ციხეს დღემდე
ატყვია ნაჯახის კვალი, რომელიც თათარმა ციხის თავზე გამაგრებულ მახევეებს სტყორცნა,
რამდენიმე წუთში კი სულმოუთქმელად დავარდა იქვე, ქვის ღობესთან, ღობესთან სადაც სათავე
დაედო ხევის გადარჩენის ისტორიას...
Monday, November 19, 2012
ისრაელი "მტვრის სვეტი"-ს მოლოდინში
ისრაელის არმიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ებრაულმა მხარემ სამხედრო დაჯგუფება ”ჰამასს” 36-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ღაზადან ისრაელის მისამართით ბალისტიკური რაკეტების სროლა არ შეწყდება, ისრაელი ოპერაცია ”მტვრის სვეტის” შემდგომ ეტაპზე გადავა, რაც სახმელეთო შეტევას გულისხმობს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისრაელმა ღაზაში არსებულ დაახლოებით 80 სამხედრო პუნქტი დაბომბა, ებრაული მხარის მიერ განხორციელებულ მასშტაბური საჰაერო იერიშების შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით კი დაიჭრა. გუშინს მერე ღაზას სექტორიდან ისრაელის მისამართით რაკეტების სროლის სიხშირე მნიშვნელოვნად დაეცა, ხოლო ნასროლ რაკეტათა უმრავლესობა კი ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ - რკინის გუმბათმა ჰაერშივე გაანადგურა. რაც შეეხება ებრაული მხარის დანაკარგებს, ოპერაციის დაწყების დღიდან, ”ჰამასის” რაკეტებს ისრაელის 3 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
Thursday, October 18, 2012
Rogue Corps - თავგადასავლების თერაპია ვეტერანებისთვის
რამდენიმე თვის წინ, სამხრეთ კალიფორნიაში სამი ამერიკელი ვეტერანის საველე შეკრების დროს გაჩნდა იდეა, იდეა რომელიც ვეტარანთა და სხვადასხვა ბრძოლების დროს დაინვალიდებულ მებრძოლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და მათ "მშობლიურ" გარემოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით საველე პირობებში ყოფნა, ნადირობა, თევზაობა, კემპინგი, დეპრესიაში მყოფ ჯარისკაცებს რწმენის და იმედის დაბრუნებაში დაეხმარებოდა. იდეა მარკ ჰეპმა, დეივიდ ლაიონმა და ელ კლარკმა მალევე აქციეს რეალობად. მათ დააარსეს არაკომერციულო კომპანია “Rogue Corps.” – ი. კომპანია ყოფილ სამხედროებს ე.წ. "თავგადასავლების თერაპიით ეხმარება". დაინვალიდებულ, კიდურებდაკარგულ მებრძოლებს საშუალება აქვთ თვეში რამდემდენიმე დღე თანამებრძოლებთან, მათთვის სასურველ გარემოში გაატარონ, გავიდნენ პოლიგონზე, ისროლონ მიზანში და უბრალოდ გაერთონ.
"ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა. ჩვენთან მოქმედებს უმკაცრესი კანონი, მოვეპყროთ უნარშეზღუდულ ჯარისკაცებს ისე, როგორც ჩვეულებრივ, სრულფასოვან მებრძოლებს. სწორედ ამითაა გამორჩეული ჩვენი კლუბი და ვფიქრობ ეს მათ ფსიქოლოგიაზეც კარგად აისახება. ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს კიდევ ერთხელ ჩაიცვან სამხედრო ფეხსაცმელი, თუნდაც პროტეზზე. მერწმუნეთ, აქ ზუსტად ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც ნებისმიერ სხვა სამხედრო კლუბში"- აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი დეივიდ ლაიონი. ფაქტი, რომ თუნდაც ვეტერანები ზრუნავენ იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ინტერესთა დასაცავად საკუთარი სისხლი გაიღეს მხოლოდდამხოლოდ მისასალმებელია. მეტიც, ვისურვებდით რომ მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან, საქართველოშიც დაინერგოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბრძოლებში ბევრმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანება რის გამოც მათ დღემდე არ შეუძლიათ აქტიურად ცხოვრება, ან უფრო ცუდი, ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულნი. ამიტომ თუნდაც მსგავსი კლუბის არსებობა, თუნდაც ერთი გასეირნება მათთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. მარტივი ლოგიკაა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, თქვენს მაგიერ, თქვენივე ოჯახების და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის აკეთებენ მაქსიმუმს. აჩუქეთ მეტი სითბო ვეტერანებს...
Subscribe to:
Posts (Atom)
















