11 იანვარს ინტრნეტპორტალებზე გავრცელდა სკანდალური ვიდეო, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითების მორიგი სამხედრო დანაშაულია ასახული. კერძოდ - საუბარიავიდეოჩანაწერზე, რომელიცსამხედროებისმიერცხედრებისადმიამორალურმოპყრობასასახავს. ოთხი საზღვაო ქვეითი სამი მოკლული თალიბის ცხედარს აშარდავს. როდის, ან ვინგადაიღოკადრები, ჯერჯერობითუცნობია.
სამხედროების ამ ქმედებამ აღშფოთება გამოიწვია როგორც ისლამურ სამყაროში, ასევე სამხედრო წრეებში.პენტაგონივიდეოსგამოჩენითშეშფოთებულია.უწყებისოფიციალურიწარმომადგენლის, ჯონკიბრისგანცხადებით, ამგვარიუხეშიქმედება, ვისაცარუნდაჩაედინაის, მიუღებელია. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა. ლეონ პანეტამ პირობა დადო, რომ ამ ფაქტის მონაწილე ჯარისკაცები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ ყარზაიმ კი ამერიკელი სამხედროების მოქმედებას "არაადამიანური" უწოდა. (ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა)
მოკლულიავღანელებისშეურაცხყოფაშიეჭვმიტანილიამერიკელისამხედროებიდანორისვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა მათი სახელები ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება. ამერიკისსაზღვაოქვეითთაკორპუსისხელმძღვანელობის განცხადებით, სამხედროებიჯერკიდევსაზღვაოქვეითთამესამებატალიონისმეორედივიზიისწევრებიარიან. ისინი ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთისსამხრეთით, ჰელმანდისპროვინციაშიმსახურობდნენ.
ავღანეთში ამ ეტაპზე 20 ათასამდეამერიკელისაზღვაოქვეითიადისლოცირებული. ისინი, ძირითადად, ყანდაღარისადაჰელმანდისპროვინციებშიმოქმედებენ. საერთოჯამში, ავღანეთში, 90 ათასამდეამერიკელისამხედრომსახურობს.
ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის სასაზღვრო ზოლის მონაკვეთზე პატრულირებისას 2006 წელს, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" წევრებმა ისრაელის სატანკო ჯარების სერჟანტი გილად შალითი ტყვედ აიყვანეს. წლების განმავლობაში შალითის შესახებ ებრაული მხარე პრაქტიკულად არ ფლობდა ინფორმაციას, ტერორისტები კი მისი თავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებში მყოფი "ჰამასის" ლიდერების გადაცემას მოითხოვდნენ, რომელთაც ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
ოფიციალური თელავივი ამ შემოთავაზებაზე წლების განმავლობაში თავს იკავებდა, თუმცა საბოლოოდ ხუთწლიანი ყოყმანის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაკავებული სერჟანტის განთავისუფლების სანაცვლოდ ციხიდან ტერორისტები გამოეშვა.
ფაქტი იმისა, რომ სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცზე ზრუნავს საკმაოდ შთამბეჭდავია, ეს დოგმაა და ასეც უნდა იყოს, თუმცა შალითის განთავისუფლებისას მსოფლიომ მორიგი შოკი მიიღო, ებრაულმა მხარემ საკუთარი ჯარისკაცის გამოსასყიდად ციხიდან 1027 (!) პალესტინელი გაანთავისუფლა, რომელთა აბსოლუტური უმეტესობაც ტერაქტებში, ლოკალურ თავდასხმებსა და ისრაელის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო სადაზვერვო სამუშაოებში იყო ეჭვმიტანილი. გათავისუფლებულთა შორის 27 ქალბატონი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა ღაზას სექტორში ტყვედ მყოფი შალითი საკუთარ ოჯახს.
მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ეგვიპტე ასრულებდა. "ჰამასის" წევრებმა ებრაელი ჯარისკაცი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში ჩასულ ეგვიპტის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს გადასცეს, ამის შემდეგ კი შალითი სამხედრო ვერტმფრენით ისრაელის მიმართულებით ცენტრალურ სამხედრო ავიაბაზა"ტელ ნოფზე" გადააფრინეს.
გათავისუფლებულ ჯარისკაცს ბაზაზე ოჯახის წევრები, ისრაელის არმიის სპიკერი, გენერალი მორდეხაიმი და "ცახალის" მაღალჩინოსნები დახვდნენ.
თუმცა მას გაცილებით დიდი სურპრიზი ქალაქში ელოდა. სერჟანტის განთავისუფლება პომპეზურად აღნიშნეს ისრაელის ყველა დიდ ქალაქში. "შალითი ნაციონალური გმირი" - სკანდირებდა ქუჩაში შეკრებილი ებრაული მოსახლეობა. ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ თითოეული გათავისუფლებული პალესტინელი, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდება, სასამართლოს წინაშე კვლავ წარსდგება. ისრაელის ციხეებში ამ დროისთვის დაახლოებით 6 ათასამდე პალესტინელი იმყოფება.
ტყვეების გათავისუფლება ზარ-ზეიმით აღნიშნეს პალესტინელებმაც. ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებულებს ოფიციალური დახვედრა რამალას ცენტრალურ მოედანზე მოუწყვეს. მებრძოლებს პირადად შეხვდა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი. აბასი ოფიციალური თელავივის გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ პალესტინელი მებრძოლების გათავისუფლება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში.
„გვჯერა, რომ ჩვენ საკუთარი სახელმწიფო გვექნება და მათაც - თავისი. და ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შევძლებთ“ - აღნიშნავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ებრაელი ჯარისკაცი ამ დროისთვის საკუთარ საქმიანობას ისრაელში აგრძელებს. ხუთწლიანი ტყვეობის, შიმშილისა და დამცირების შემდეგ სერჟანტი შალითი თავს კარგად გრძნობს. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ებრაულმა და პალესტინურმა მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლეს. ასეთია ერთი ებრაელი ჯარისკაცის ისტორია, რომლის უფლებები და სიცოცხლე ბოლომდე დაიცვა საკუთარმა ქვეყანამ.
კიდევ ერთი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზუსტად 19:06 წუთზე გაავრცელა...
კაპრალი ბესიკ ნინიაშვილის დაღუპვიდან ზუსტად რვა დღის შემდეგ საქართველომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში 12-ე ჯარისკაცი დაკარგა. ნინიაშვილი ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, თვითნაკეთი ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა, შობამდე ერთი დღით ადრე კი თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად შედეგად მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი, კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა. კონკრეტულად თუ რა ვითარებაში დაიღუპა ფაილოძე უცნობია, იყო ეს ჩასაფრება პატრულირებისას თუ საბრძოლო ოპერაცია.
კაპრალი ფაილოძე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი ”სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს. როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განმარტებული, დაღუპული მებრძოლის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
სალამი სალამს:
ხერთვისს და რუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს!
ჩვენ ბევრჯერ ვიშვით
და ბევრჯერ მოვკვდით.
და როცა მოვკვდით _
ყოველთვის ვცხონდით!..
სალამი სალამს:
ნინოს და თამარს;
თამარს და ნინოს;
და ისევ - თამარს!
თევდორე ხუცესს;
პაატა რაინდს;
ცხრა ლომგულ ძმას და
არაგველს სამასს!..
ყველანი აქ ვართ!
აქ არის ყველა!
შეხედე: ცოტნეც
მოვარდა ჩორთით!
- საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
ბიჭებო, სწორდით!
დიდება მამულს:
ხერთვისს დარუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს...
საქართველოსთვის
ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით,
და როცა მოვკვდით -
ყოველთვის ვცხონდით!
როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, იმდენად პატარა ვიყავი რომ ძლივს მახსოვს... "სამოქალაქო ომი, თბილისი. დეიდაჩემის მარჯვენა ხელს მაგრად ვიყავი ჩაჭიდებული. ქაშუეთის წინ ლამის ერთმანეთს წყვეტენ "გმირები". დღემდე შემომრჩა პუტჩისტების ზიზღი, თუმცა მაშინ ინამუსეს. რუსთაველის გამზირის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ერთდროულად დადუმდა ავტომატები. ჩავუარეთ ქაშუეთს, კისერი კინაღამ მომტყდა უკან ყურებით ისე მაინტერესებდა "წვერებიანი და ავტომატიანი ბიძია". გავცდით სახიფთო ზონას და... ისევ დაიწყო, ისევ აგუგუნდნენ "კალაშნიკოვები" - მაშინ დეიდაჩემი ამ სიმღერას ღიღინებდა,ღიღინებდა იმიტომ რომ მე გავერთე და არ შევშინებულიყავი. ზუსტად ისე მეზიზღება კიტოვანი და მისი ნაბიჭვრების ხროვა როგორც მას ეზიზღებოდა...საკუთარ თავს გეტოში მყოფ ებრაელ ბავშვს ვადარებ, ბავშვს რომელსაც ახლობლებს უხვრეტენ და მიუხედავად ამისა სროლის ყურება არ აშინებს. როცა ეს კადრი თვალებში ამომიტივტივდა შემეშინდა, შემეშინდა 20 წლის შემდეგ! 20 წლის წინ დახვრიტეს ნაძირალებმა ჩემი არცთუისე ბედნიერი ბავშვობა...